People chain, or live chain

იყო ვითომ მილიონნახევარი?

million and a half

REVOKE THE GAMES

Revoke The Games

http://www.revokethegames.com/

WAR

არ ვიცი რა უნდა დავწერო
არაფრის დაწერაც არ მინდა

მხოლოდ სურათებს დავდებ, ჩემი სათქმელიც ეს იქნება

together we are stronger

STOP RUSSIA

Wales 1:2 Georgia

Gold medal, the 3rd

prime fitness

სამუშაო საათები:

07:00-23:00 /ორშ-პარ/
09:00-21:00 /შაბათი/
09:00-19:00 /კვირა/




კომფორტული, კეთილმოწყობილი, ზამთარ თბილი ზაფხულ გრილი. აი ასეთია პრაიმ ფიტნესი. ტერიტორიულად არის ბაგების დასაწყისში, კუს ტბის ასახვევთან


პრაისლისტი

ფიტნესი
ერთჯერადი ვიზიტი (1 დღე) 25 ლარი
პერსონალური მწვრთნელი (1 თვე) 290 ლარი

პაკეტები:

ქვემოთ ჩამოთვლილ პაკეტებში შედის ტრენაჟორები, გასახდელი-საშხაპე, ჯაკუზი, საუნა, აუზი

07:00-13:00 (ერთი თვე, ყოველ დღე) 145 ლარი
07:00-23:00 (ერთი თვე, ყოველ დღე) 220 ლარი
კენტი რიცხვები (15 ვიზიტი) 160 ლარი
ლუწი რიცხვები (15 ვიზიტი) 160 ლარი
13:00-18:00 (ერთი თვე, ყოველ დღე) 125 ლარი
შაბათ-კვირა (8 ვიზიტი) 80 ლარი

მხოლოდ აუზი/ჯაკუზი საუნა (ერთი თვე, ყოველ დღე) 100 ლარი
გაგრძელება იქნება

დოფინი

გულწრფელად მაინტერესებს რამდენმა იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა.
რა/ვინ არის დოფინი?

> თევზი
> ანტიბიოტიკი
> უფლისწული
> ღატაკი
> ქალაქი
> სხვა...

აი მითხარით ახლა, ჩამოთვლილიდან რომელია დოფინი?
ვინც იცის ("ცვეტში"), ნუ გამოაჭენებს მაინცდამაინც...

(ცხოვრების ჯანსაღი) / (ჯანსაღი ცხოვრების) წესი


როგორც პირობა დავდე, ვარჯიში დავიწყე. ხოდა იმდენად მომწონს ეს პროცესი, რომ გული დამწყდება, თავის დანებება თუ მომიწევს. მივდივარ დარბაზში, შესაფერისი გარემო, მუსიკა, ტრენაჟორები, ყველაფერი რაც გჭირდება. შემდეგ აუზი, სურვილისამებრ...
ყველას მოგიწოდებთ, გამონახოთ დრო ამისთვის.

ეს გართობაცაა და ცხოვრების წესიც.
პ.ს. და წონაშიც დავიკელი!!

რაჩიკა და ლამზირა =)))))

ჩემი მეგობრების მიერ დაწერილი პოემუკა =))

I თავი

სიამის ლამაზ კუთხეში
სასახლე იდგა მაღალი
მას ბატონობდა ქუმენში
სიამის მამამთავარი

მას ცოლად ჰყავდა ნამინა
და ვაჟიშვილი რაჩიკა
ბიჭი ჯერ ისევ ბავშვია
კანფეტი უყვარს ძალიან

მშობლებს ის ძალზე უყვარდათ
სულ ხელის გულზე დაჰყავდათ
და ჰყიდულობდნენ მანქანას
კომპიუტერს და სხვა მრავალს

მალე დაბერდა ქუმენში
თავით ჩარგულა ბალიშში
ჩაკეტილია ოთახში
სიშტერე უჩანს თვალებში

კვდება ბებერი ქუმენში
ანდერძი უდევს უბეში
რაჩიკა ბანაობს გუბეში
თამაშობს ბინძურ ბუნკერში

მოიხმო ვაჟი ქუმენშიმ
-ნუ ბანაობო გუბეში
საქმე მაქვს დიდი დუშეთში
აგზავნის მამა ქუმენში

თქვა და დახუჭა თვალები
გადაემტვრია მალები
და გაეყინა ხელები
რაჩიკას მოსდის ცრემლები

გახსნა რაჩიკამ ანდერძი
და გადმოკარკლა თვალები
წერია: "წადი დუშეთში,
მოკალი ლორდი დუბეში".


გაგრძელება მალე იქნება :)))))))

3 რამ მაქვს სათქმელი, უმნიშვნელო

ხო, დიდი ხანია არ განმიახლებია ბლოგნოტი. ასე დამჩემდა, რა ვქნა. ვიგროვებ სათქმელს, ვიგროვებ და მერე ერთ მშვენიერ დღეს ვწერ ერთიანად აქ =)

ამ ბოლოს იმდენად მოცლილი ვარ, რომ ათას სისულელეზე ფიქრის დრო მაქვს. ხოდა შევამჩნიე, რომ დღეში მნიმუმ 5 სხვადასხვა განწყობა მაქვს.

ჰო აი კიდევ: 3 დღე ველოდი ჰოლანდია - საფრანგეთს, ხოდა გუშინ 11-ს რომ მიუკაკუნა და თამაში რომ დაიწყო, ავდექი და დასაძინებლად წავედი. უბრალოდ ჩავთვალე, რომ ძალიან სისულელეა ეს ფეხბურთი.

კალაძემ რომ ცოლი მოიყვანა


გუშინ ჩემმა დამ მითხრა, კალაძემ ცოლი მოიყვანაო. ვაააა მეთქი. მერე უცებ ჩემი თავი დავიჭირე, რაღაც შემშურდა კალაძის....
მარა რა შემშურდა ნეტა?

მინდა, ანუ არამატერიალური ოცნებები

რომელი ოცნების ასრულებაა უფრო მარტივი, მატერიალურის თუ არამატერიალურის? მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი დასაწყისია ამ ჩანახატისთვის. არ შევცვლი, უბრალოდ არ მაქვს მეტი უკეთესის მოფიქრების თავი. არც სურვილი. უბრალოდ ცოტა რამ მინდა ვთქვა...

იცით რა მინდა? მინდა მე მეკუთვნოდეს ჩემი თავი, მინდა ყველა მხედავდეს ისეთს, როგორიც ვარ და არა ისეთს, როგორიც მათ უნდათ რომ ვიყო. მინდა იმდენად მაფასებდეს ყველა, რამდენადაც ვიმსახურებ. მინდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, მინდა ის ვაკეთო, რაც გულით მინდა. მინდა რომ ასეთი ჩანახატის დაწერის მიზეზი აღარ მომეცეს...

აი, ეს არის, რისი თქმაც მინდოდა...

დავიღალე

აი, რა მღლის ყველაზე მეტად:
უაზრო ლოდინი,
ერთფეროვნება,
უსაქმურობა,
ხოდა ახლა სწორედ რომ დაავიღალე. წინ კიდევ 4 თვე მაქვს თან. პერსპექტივა მაქვს, ნუ იტყვი. რამე საქმე უნდა გამოვნახო. ერევნის ბანკიდან მაინც დარეკონ, მუქთაზე ვიმუშავებ, ოღონდ სახლში არ ვიჯდე, 4 კედელს არ ვასკდებოდე

თან გავსუქდი საშინლად კაცო. 2 კვირაში ათი კილოს მომატება, ეს ნორმალურია? ცხადია არა.
ვარჯიში უნდა დავიწყო

კულტურული შოკი


დღეს აღმოვაჩინე ევროპა თბილისში

ყბაჩამოგდებული ვიყავი მთელი 2 საათი

მოკლედ ეს მოხდა ახალაშენებულ სოფელში მდებარე სკოლაში. იქ ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ. სულ 150 მოსწავლე. ამათგან 5-6 არის ქართველი. როგორც მითხრეს, სწავლის გადასახადი არის $ 18 500, დიახ, სწორედ ამდენი. და კვებაც კი არ შედის ამ საფასურში.

გამახსენდა "ევროპა შულე", რომელიც ბერლინში მაქვს ნანახი. ზუსტად ისეთია, ერთი ერთში

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ

სურათების გადაღება ვერ მოვასწარი, ცოტა მომირიდა კიდეც :))

ეს სურათი სადემონსტრაციოა, just decor :)

მატერიალური ოცნებები


მინდა:

> სოპრტული მანქანა;
> სახლის კინოთეატრი;
> ოთახი ბილიარდის მაგიდისთვის;
> სათვალეების კოლექცია;
> საათების კოლექცია;
> ჩემი ბიბლიოთეკა;

ეს ყველაფერი სახლში, ქალაქგარეთ...



პ.ს. რა საშინელებაა...

უცებ


მომენატრა უცებ ძალიან


იცით რა მომენატრა?

აი მეგობრები რომ შევიკრიბებოდით


ვიღაც რომ დააგვიანებდა და მაგრად რომ გავლანძღავდით, გავაწითლებდით და მერე ჩავეხუტებოდით


გოგოების გაწყობილ სუფრას რომ აბუჩად ავიგდებდით და მერე იმათაც რომ ჩავეხუტებოდით


ჩვენს სადღეგრძელოებს რომ დასცინებდნენ ჩუმად გოგოები, ჩვენ რომ გავიგებდით და იქედნურად რომ გადავხედავდით, თქვენ რა იცითო


საღერღელი რომ აგვეშლებოდა და სიმღერა რომ მოგვინდებოდა, მაგრამ უცოდინრობის გამო სხვის ნამღერს რომ ვისმენდით


სულელური აზრებიდან ყველაზე ჭკვიანურს რომ ამოვარჩევდით და ბავშვებივით ვითამაშებდითბევრნი რომ ვიმხიარულებდით...


:) :) :)

Home, Sweet Home



მინდა სახლი, ჩემი, თბილიც, გრილიც


მთავარია იყოს მყუდრო



რომელსაც წავაწერ: home, sweeeeet home


და ძალიან მაგარი ის არის, ვიცი, მექნება


ერთ-ერთი მიზანია ჩემი

*** (კიდევ ერთი)



როგორც წინასიტყვაობა

ისე შემოვიდა ბაქანზე შემოდგომა, რომ მგონი არავინ დახვედრია, არათუ შეგებებია. სხვათა შორის, დიდი განსხვავებაა დახვედრასა და შეგებებას შორის. არადა რა გახდა ერთი პატარა მისალმება?! მიესალმე და შენც კმაყოფილი ხარ - ისიც. ტორტის გამოცხობა სულაც არაა საჭირო, არც ბრჭყვიალებისა და სანთლების ყიდვა. უბრალოდ, დილით რომ გაიღვიძებ, კალენდარს 31 აგვისტოს მოახევ, ან ტელეფონს დახედავ, ან ახალ გაზეთზე აღმოაჩენ, რომ დღეს უკვე პირველი სექტემბერია, შემოდგომის პირველი დღე, დღე, როცა მრავალი წლის განმავლობაში ბავშვები სკოლისაკენ მიდიოდნენ (კვირაც რომ ყოფილიყო მაინც წავიდოდნენ მგონი!!!) მშობლებთან ერთად ყვავილებით ხელში, დავარცხნილები, გუშინთეთპერანგნაყიდები, გულში ისეთი განცდით, რომელიც ძნელია რამეს შეადარო, დღე რომლითაც იწყება ყველაზე მრავალფეროვანი 91 დღე, იწყება რთველის, მანდარინობის სეზონი, და შენ ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს, რომელიც გუშინდელისგან განსხვავებული მოგეჩვენება (რაც შეიძლება სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე). მაშინ დატკბები ცხოვრებით და იგრძნობ რომ ადამიანი ხარ და არა მომართული მანქანა, რომლისთვისაც სულ ერთია 1 სექტემბერი იქნება თუ 30 აგვისტო. ჩვენში რომ ერთი ბავშვი მაინც ყოფილიყო (ბავშვები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს), მორცხვად ამდენ დიდში, მაგრამ მაინც, სადღაც გაურევდა "დღეს პირველი სექტემბერია, შემოდგომა დადგა"-ს.

ზემოთთქმულიდანაც შეამჩნევდით, რომ რაღაცნაირად შევიცვალე ამ ზაფხულში, უფრო მეტად კი ამ ბოლო ხანს. მეც, ისევე როგორც თქვენ, დამავიწყდა შემოდგომის მოლოცვა, ძალიან დამწყდა გული, ახლა 1-ით ნაკლები შემოდგომის მილოცვა შემიძლია. ძალიან რომ არ შევყვე გადაკრულ ლაპარაკს, მოკლედ მოვჭრი და მთავარ სათქმელზე გადავალ. ვინ ვიყავი თქვენ კარგად იცით, ზოგი მიცნობთ კიდეც. ვიღაცას ალბათ მოვწონდი ასეთი, ვიღაცას ვაღიზიანებდი, ზოგსაც სულ არ აინტერესებდა როგორი ვიყავი, არც სამომავლოდ არის იმედი, რომ დააინტერესებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. ხდება ხოლმე რაღაც, რაც ადამიანს ცვლის.ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი. ის მიმტკიცებდა, რომ ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ შენი მათდამი დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამას რეალური ფაქტებითაც ასაბუთებდა ისე, რომ გამიჭირდა შედავება. მე მაინც მყარად ვიდექი ჩემს აზრზე, რომ ადამიანები იცვლებიან, მხოლოდ ამის შემდეგ გეცვლება მათდამი დამოკიდებულება შენ. რომელი ვიყავით სწორი, თქვენ განსაჯეთ. საბოლოოდ ვერაფერზე შევანხმდით, თუმცა მაშინ გავიფიქრე, რომ ადამიანი როგორიც იბადება ისეთივე რჩება და რადგან ჰომოს კარგი უნარი აქვს სიტუაციასთან ადაპტაციისა, დროდადრო ავლენს გარემოს შესამაბისაც ხან ბრჭყალებს, ხან კი ამურის ისრებს ისვრის.სათქმელს დავუბრუნდეთ. როცა იცვლები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნლოვანი მოხდა შენს თავს და თუ მომართული მანქანა არ ხარ, მაშინვე ინტერესდები, რატომ შეიცვალე, ან დარჩები თუ არა ასეთი ბოლომდე. ამას თუ დაემატება ბევრი თავისუფალი დრო (ზაფხული მისწრებაა) ფიქრისთვის და შეიძლება ორიოდ საინტერესო წიგნი, რომელიც თავის მხრივ დაგაფიქრებს, შეიძლება დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი აღმოაჩინო შენში (აქვე გავიხსენოთ, რომ ფილოსოფია არის ის "რაც მე საკუთარ ტავს მიბრუნებს" კარლ იასპერი). მთელი ამ ფიქრის, საკუთარ თავთან დისკუსიისა და კამათის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ აღმოაჩენ, სინამდვილეში ვინ ხარ და რა გინდა. ამას აუცილებლად მოყვება უფრო მთავრის გაგება, ესაა შეიცნო შენ ირგვლივ მყოფნი, ცოტა ხნით მაინც დაფიქრდე იმაზე, რა მოსწონთ მათ, რას განიცდიან, რა ტკივათ. და თუ ბოლოს იმასაც ინატრებ, რომ ცოტა ხანს გაგყვეს ასეთი ზნე, გვირაბის ბოლოს ნათელსაც დაინახავ და კიდევ მანქანის საბურავზე ფეხშემოდებულ დონშაკალს, რომელიც გეტყვის: გაიღვიძე, ფარული კამერაა!!!! (აქ ხოხმა სიცილაკებსაც დავუმატებდი, მაგრამ მეშინია მავანმა თავიდანმე დასასრული არ წაიკითხოს და მთელი ეს ბოდვა ერთი ხელის მოსმით წყალში არ ჩამიყაროს). მორალი: იფიქრე ზომიერად (რომ ჩემსავით არ გარეკო) და გაერთე სრული სვლით, მოკლედ, შეირგე ცხოვრება, თორემ ცხოვრება შეგირგებსპ.ს. ბოლო ფრაზის სხვა ინტერპრეტაციაც არსებობს, თუმცა მგონი ეს ბევრად უხდება აქ.


დიდი სიყვარულით,


დონშაკალი,


რომელიც დაბრუნდა!




Sept. 5, 2007

Labels