ბლოგერებს აქვთ ფიცი? რაღაც ვერ ვნახე მინი–ძებნის დროს. მაშინ მე დავწერ ჩემით:
მე, donshakal, ვდებ ბლოგერის ფიცს:
ფიზიკური მოცლისა და შესაძლებლობის ფარგლებში ვიყო აქტიური ბლოგერი;
ვიყო გულწრფელი და ვწერო მხოლოდ ის, რასაც ვფიქრობ;
დავიცვა ჩემი და არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლებები;
ამ ფიცს ვდებ ნებაყოფლობით და უანგაროდ
თუ ვინმეს რამე აქვს ჩემი ბლოგერობის საწინააღმდეგო, ახლა თქვას, ან არასოდეს!
არ გაქვთ?
მაშინ ამით ჩემი გაბლოგერების ცერემონიალი დასრულებულია
ბლოგერის ფიცი
Posted by
დომენიკო
Wednesday, January 27, 2010
Labels: ბლოგები , ბლოგერის ფიცი
5 comments:
ამის შემდეგაც თუ არ განაგრძე წერა, ემ დავწერ შენ ბლოგზე guest post–ს სახელად 'ბლოგერის დაგინება':)))))))
შენ ცოცხალი ხარ? :)
1. ბლოგროლლ.გე-ზე დარეგისტრირდი
2. განაგრძე წერა.
:)
ცოცხალი ვარ! გამოვერკვევი ეხლა კიდე რაღაცეებში. საწერი დაგროვდა, იცოცხლე იმდენია...
შესანიშნავი ცერემონიალი იყო! :))
ველოდები პოსტებს :)
ძალიან კარგი.
წერე ბევრი.
აქ ვართ მკითხველები.
Post a Comment