აღდგომა და ხვალაო


Easter, originally uploaded by donshakal.

Earth Hour - დღეს

Earth Hour - ეს არის გლობალური ღონისძიება. ტარდება ყოველი წლის მარტის ბოლო შაბათს (2007 წლის შემდეგ), ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30-მდე. მონაწილეები ამ დროის განმავლობაში აქრობენ ყველა არასაჭირო შუქს და თიშავენ ყველა არააუცილებელ ელექტრომოწყობილობას. მიზანი - კლიმატის ცვლილების საკითხების წამოწევა.

2007 წელს მონაწილეობა მიიღო 2.2 მილონმა ადამიანმა;

2008 წელს ღონისძიება უფრო მასშტაბური გახდა - მონაწილეობა მიიღო 35-მა ქვეყანამ, 371-მა ქალაქმა და 100 მილიონამდე ადამიანმა;

2009 წელს - 88 ქვეყანა, 4000-ზე მეტი ქალაქი და რამდენიმე ასეული მილიონი ადამიანი.

ამ ღონისძიებაზე ძალიან მაგარ სურათებს იღებენ ხოლმე, რამდენიმე ნიმუში:

კანბერა

სიდნეი

ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ ვიღებთ, სხვა პრობლემებიც გვყოფნის მოსაგვარებლად :)

Clint Eastwood


კლინტონ (კლინტ) ისთვუდი - მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და კომპოზიტორი.

დაიბადა 1930 წლის 31 მაისს

მიღებული აქვს კინოაკადემიის 5 ჯილდო, 5 ოქროს გლობუსი, 5 ხალხის არჩევანი.

მონაწილეობა აქვს მიღებული 59 ფილმში და 9 ტელეპროექტში. გადაღებული აქვს 31 ფილმი, ამათგან 7-ში თავადაც მონაწილეობს.

რამდენიმე ეპიზოდი:

The Good, The Bad and The Ugly - ამ ფილმის ნებისმიერი კადრი აიღეთ და გააჩერეთ, მიიღებთ ნამდვილ ფოტოშედევრს.


Unforgiven

არ ვიცი რამდენად მოვახერხებ, მაგრამ მისი ყველა ფილმის ნახვა მინდა.

[a]symmetry


[a]symmetry, originally uploaded by donshakal.

Can Symmetry be Asymmetric?

TGIF = Thanks God Its Friday

კრეატივი – Lamps




საქართველო

ჩემს ძველ სურათებს ვათვალიერებდი მთაში გადაღებულს, რომ ამოვწურე მერე ინტერნეტს მივადექი და უცებ ერთმა აზრმა დამკრა: საქართველოს მისამართი გრძედებზე და განედებზე კი არაა. მაღლა, მაღლა უნდა ახვიდე. ზღვის დონიდან უნდა აუყვე საქართველოს. რაც მაღლა ადიხარ, მით უფრო უახლოვდები.

მორჩა, ესაა რისი თქმაც მინდოდა.

პ.ს.

მოკლე ლექსი, ხუთი, ექვსი!

უსათაურო


so close it is, what we miss, originally uploaded by donshakal.

ლეიბორისტული პოსტი

მოგატყუეთ,

ამ პოსტს არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ცნობილ ლეიბორისტულ პარტიასთან! უბრალოდ ასეთი ინტრიგანული სათაური მომაფიქრდა უცებ. ქართველი ჟურნალისტებივით კი გამომივიდა, სათაური რომ ერთს გეუბნება და შინაარსი მეორეს (თუ საერთოდ რამეს გეუბნება შინაარსი), მაგრამ გპირდებით, პოსტის ბოლოს მათსავით არ გეტყვით "თუ რისი თქმა მინდოდა, ამას მომდევნო პოსტში გაიგებთ"–მეთქი. ეს და პოსტის შინაარსი (მგონი დაგაინტერესებთ) იქნება ჩემი ინტრიგანობისთვის კომპენსაცია თქვენთვის :) 

Thanks God, It's Friday -  ვამბობ, და დავიწყე:

ირგვლივ სულ წუწუნი მესმის – რამდენს ვმუშაობთ, ძალიან ვიღლებით და ა.შ. წუწუნი მესმის ჩემი თავიდანაც. ჰოდა რომ გამეგო, რამდენად გამართლებულია ჩვენი წუწუნ–ბუზღუნი, პატარა მოკვლევა ჩავატარე ინტერნეტში.

აღმოჩნდა, რომ კვირაში საშუალოდ  სამუშაო საათების ხანგრძლივობით ლიდერი ქვეყნები არიან ჰონგ კონგი, კოლუმბია, ინდოეთი, მექსიკა, ნეპალი, პერუ და ტაილანდი. ამ ქვეყნებში კვირაში 48 საათს მუშაობენ! შედარებისთვის, ჩვენი კვირეული სამუშაო საათების რაოდენობა განსაზღვრულია 40 საათით. მაგრამ წუწუნის მიზეზს გვიტოვებს ჩვენი მარადჟამს მანუგეშებელი ევროპა. უმეტეს ქვეყნებში სამუშაო საათების ხანგრძლივობა 40–ს არც კი აღწევს. უფრო კონკრეტულად – საფრანგეთსა და გერმანიაში კვირაში 35 საათს მუშაობენ, ფინეთში 36–ს, დანარჩენ ქვეყნებში კი ძირითადად 37–ს. ევროპამ რომ გაიგოს, ჩვენ 40 საათს ვმუშაობთ კვირაში, შეშფოთდება უეჭველი! საერთოდ აღმოჩნდა, რომ ევროპაში გეზი აქვთ აღებული პროდუქტიულობის გაზრდის ხარჯზე სამუშაო საათების შემცირებისკენ.

კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა: თურმე ყველაზე ბევრს ადამიანები 1800–იან წლებში მუშაობდნენ – წელიწადში საშუალოდ 3100–3600 საათს, რაც კვირაში 60–70 საათ მუშაობას უდრის. ყველაზე ცოტას კი 2004 წელს გერმანელი full-time მუშები – წელიწადში 1400 საათს (კვირაში დაახლოებით 27 საათი).

დასვენების დღეებზე გადავიდეთ (შაბათ–კვირა არ იგულისხმება, ცხადია). ყველაზე ბევრი უქმე დღე აღმოჩნდა, რომ ნეპალში აქვთ (24). ისე, მადლია ნეპალისთვის, ისინი ხომ კვირაში 48 საათს მუშაობენ :) ნეპალს ფეხდაფეხ მისდევს ირანი (21), ინდოეთი (21), მიანმა (19) და ჩვენი მეზობელი აზერები (19). კვლავ შევედაროთ: ჩვენ წელწადში 17 დასვენების დღე გვაქვს.

ბონუსად: საინტერესო ფაქტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

* გვატემალაში ქალები დღეში 11.5 საათს მუშაობენ, სამხრეთ აფრიკაში კაცები კი დღეში 4.5 საათს;

* ჩეხ ან სლოვაკ კაცს ხომ არ ეძებთ? – ქარხნებში ეძებეთ, მათი უმეტესობა სწორედ ქარხნებში ყოფილა დასაქმებული;

* დანიელი მუშები თურმა 150–ჯერ მეტჯერ აწყობენ გაფიცვებს, ვიდრე მეზობელი გერმანელები (გერმანელებს რა ენაღვლებათ, ისედაც 35 საათს მუშაობენ კვირაში);

* სამსახურს ეძებთ? ნუ წახვალთ არალეგალად დასავლეთში ან მომვლელად საბერძნეთში – წადით ფოლკლენდის კუნძულებზე. იქ 100%–იანი დასაქმება და მუშახელის ნაკლებობაა!

* აშშ–ში 18 წლიდან 38 წლამდე საშუალოდ 10 სამუშაო ადგილის გამოცვლას ასწრებენ;

* თურმე სამუშაო ადგილის შეცვლის მიზეზი მხოლოდ 6–14%–ში ხდება ცუდი შედეგები. ძირითადად პირადული მიზეზებით მიდიან ან უშვებენ სამსახურიდან;


აი, სულ ეს იყო. იმედია უკვე დაგავიწყდათ კიდეც ინტრიგანული სათაური. 

შაბათ–კვირა მოდის. მხიარულად, ხალხო! :)

იმედგაცრუებული

რამდენი ხანია გახსნილი მაქვს ახალი პოსტის ფანჯარა, მაგრამ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ დავიწყო წერა, გადმოვცე ყველაფერი, რისი თქმაც მინდა...

იმედგაცრუებული, ასე დავარქმევ ამ პოსტს. ხო, იმედ-გაცრუებული ვარ. კიდევ გულდაწყვეტილი და გულაცრუებული. 

თავში სულ რამდენიმე სიტყვა მიტრიალებს, უწმაწურობებს აქ არ გავამხელ, სხვა სიტყვებია: პროფესიული ეთიკა, პასუხისმგებლობა, (არა)პროფესიონალიზმი, მარაზმი, სიცრუე, სიყალბე, დედის ... უიჰ, კინაღამ მაინც წამომცდა.

არსებობს "კოსმიური დასჯის მექანიზმი", რომელიც ჩაირთვება ყველასთვის, ვინც უღირსად იქცევა (იქცეოდა) და ეგონა(გონია), რომ ყველაფერი შერჩება...


I am SINGLE


By დომენიკო

By გოზალანდია

By თევზი

საინტერესო ისტორიები და ფაქტები: დამატებითი სამუხრუჭე ნათურა

ამასწინათ, მორიგ საცობში მოხვედრისას (გმირთა მოედანზე, ცხადია), ჩემი ყურადღება მიიქცია ავტომობილების ერთმა უმნიშვნელო დეტალმა. საუბარი მაქვს დამატებით სამუხრუჭე ნათურაზე (Centre High Mount Stop Lamp – CHMSL), რომელიც სტანდარტულ გვერდით სამუხრუჭე ნათურებზე უფრო მაღლაა ხოლმე დამაგრებული. რადგან საცობში ვიყავი გაჭედილი, არც რუბიკის კუბიკი მქონდა თან და არც მახათი, თავი რომ გამერთო, დავიწყე ფიქრი მისი შექმნის ისტორიაზე და გადავწყვიტე ჩავძიებოდი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის წარმოშობის ისტორიას.ძიების პროცესში წავაწყდი რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ადასტურებს ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის დიიიდ მნიშვნელობას.

პირველად დამატებითი სამუხრუჭე ნათურა გამოჩნდა ამერიკაში 1968–1971 წლის Ford Thunderbird–ის მოდელებზე. თუმცა დიდი პოპულარობით თავიდან ვერ ისარგებლა. ევროპაში 1980 წლამდე არც ერთი მოდელი არ იყო "აღჭურვილი" CHMSL–ით. მოგვიანებით (ჩრ. ამერიკაში 1986 წლიდან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1990 წლიდან და ევროპაში 1998 წლიდან) ავტომობილების მწარმოებლებს ახალი რეგულაციის მიხედვით მოეთხოვათ CHMSL–ის დამონტაჟება ყველა მოდელზე.


შედეგი და ეფექტი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა. თუკი ერთ კვლევას დავუჯერებთ (სხვა ამ თემაზე ვერ ვნახე), უკნიდან შეჯახებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა ტაქსებსა და სხვა კომერციული დანიშნულების მანქანებში CHMSL–ის შემოღების პირველ წლებში 50%–ით შემცირდა. მომდევნო წლებში ეს მეჩვენებელი (არ ვიცი რატომ, ალბათ შეეჩვივნენ მძღოლები CHMSL–ს) 5%–მდე შემცირდა.


აგრეთვე:


გრძელვადიან პერსპექტივაში ელიან, რომ დამატებითი სამუხრუჭე ნათურები აშშ–ში ყოველწლიურად მძღოლებს თავიდან ააცილებს 92,000-137,000 პოლიციაში რეგისტრირებულ ავარიას, მოახდენს 58,000-70,000 არა–სასიკვდილო დაზიანებისა და $655,000,000 ოდენობის ქონების განადგურების პრევენციას.





Labels