აბსურდული პოეზია ანუ დაღლილი ფინანსისტის ერთი ჩვეულებრივი ამბავი

* * *

–––––––––––––––––––––––––––––––

პარასკევი საღამოა მშვიდი,

სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,

დავიღალე, მომაწოდე სკამი,

შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი.


ვაი, როგორ მომენატრა ვიქენდი,

ირითმება ახლა კარგად ბიკენტი,

მაგრამ მინდა რითმად რიცხვი მთელი,

six, seven–ი, eight, nine, ten–ი.


მომენატრა ხოშიანი ძილი,

გაიტანეთ პროცენტი და ძირი!

მინდა მქონდეს ჩემი дача – House–ი,

აღარ მინდა ლაგრანჟი და გაუსი!


დამანახეთ თუნდ შორიდან ზღვა,

ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,

ვეღარ ვფიქრობ რა ვისურვო სხვა მეტი,

14, 15, 16, 17, 18.


პარასკევი საღამოა მშვიდი,

სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,

ფინანსისტი კვდება, ძვრება თათი,

0, 10, 20, 30.

–––––––––––––––––––––––––––––––––

Beauty is nothing without brains...

Video #1



Video #2



Video #3

საქართველოს ისტორია – სტატისტიკა

დღეს 25 თებერვალია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღე (1921). ბევრს დაწერენ და იტყვიან ამ თემაზე, განსაკუთრებულს მე ვერაფერს შემოგთავაზებთ.

მაგრამ დღევანდელი პოსტი მაინც ისტორიულ თემატიკას ეხება.

წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიას – რიცხვებში:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.


საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).

საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2050-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).

ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.

საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).

ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.).

მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).

ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:

კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).

იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).

სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი - 55 წელი (1414-1469წწ.).

ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).

სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი - 53 წელი (1391-1444წწ.).

ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი - 52 წელი (996-1048წწ.).

ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).

იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).

ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).

ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.

ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.

ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21 (!!!)

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აქვე – საქართველოს რამდენიმე ძველი რუკა:

1. საქართველო ფარნავაზ მეფის დროს


2. საქართველო დავით აღმაშენებლის დროს





3. საქართველო 1150–1220 წლებში






4. საქართველო 2010

მასალები საიტიდან http://www.istoria.ge/index.htm

დღის ვებ–გვერდი

რა ღირს შენი საიტი?

საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ჟღერს, არა? თუ გინდათ გაიგოთ, რა ღირს დღეს შენი საიტი, ბლოგი მაგალითად, შედი აქ: Your WebSite Value. ამ საინტერესო ვებ–გვერდს ბლოგროლის ერთ–ერთ დისკუსიაში წავაწყდი. მგონი იმსახურებს დღის ვებ–გვერდის წოდებას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგნოტის გაყიდვას ან გასხვისებას არ ვაპირებ, წმინდად ინტერესის გულისთვის გადავწყვიტე შემეფასებინა და აღმოჩნდა, რომ $10 ღირს ჩემი საიტი


მინდოდა ჩემი ფლიკრის შეფასებაც, რომელიც ჩემს ბლოგზე გაცილებით პოპულარული და მოვლილია, მაგრამ არ გამოვიდა, მხოლოდ www.flickr.com საიტის ფასს წერს.

სცადეთ თქვენც :)

გაზეთის ქუდი მახურავს


რა ყოფილა ეს ტემპლეტების არჩევა ბლოგისთვის! სახლის რემონტს გავს ყველანაირად, კარკასიდან დაწყებული, ევრორემონტით დამთავრებული: ჯერ სწორად უნდა გადატიხრო – ერთი სვეტიო, 2 სვეტიო, სამიო, უფრო მეტიცო – ჩემსას 2 უხდება. თან პროპორციებიც კარგად უნდა იყოს განაწილებული, ისევე როგორც სახლში "სტუმრების ოთახი" ყველაზე დიდი, "ლოჯი" პატარა. ჩემი ბლოგი მგონი ერთოთახიანი პროექტია :)) რომ შემოდიხარ მცირე მისაღებია და მარცხნივ შედარებით დიდი სტუმრების ოთახი.

მაგრამ სტრუქტურის არჩევით ხომ არ მთავრდება საქმე. ამ საიტებზე ქექვა–ძიება "ელიავას ბაზრობაზე" პაპანაქება სიცხეში წოწიალის ტოლფასია. ფერი, თემატიკა და ორნამენტები ყველას მოსაწონი და შენი შესაფერისი უნდა იყოს. თან სტუმრებმა კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი. 

შემდეგ კომუნიკაციები და ავეჯი. ტეგები, პროფილი, ბმულები, ალბომი, არქივი. ყველაფერი მისაგნებად უნდა იყოს.

მოკლედ ხათაბალა საქმეა. მაგრამ კარკასში ხომ არ ვიქნები აბა?

აი ეს ავარჩიე, რასაც ახლა ხედავთ. მართალია ზოგიერთგან იაღლიშები აქვს (ტეგები და რაღაცეები არჩანს), მაგრამ ერთი კაი ხელოსანი მყავს, HTML–ის ხელოსანი, ხოდა ის მეხმარება. 

ასე რომ, ცოტაც გაუძელით ამ მტვერს და აურზაურს. მალე მოეწყობა აქ "ახალმოსახლეობა" :)

ვეუფლები ფოტოხელოვნებას

ვიღაც წერს, ვიღაც მღერის, ან უკრავს, ვიღაც ხატავს, ძერწავს, ქსოვს. ვიღაც აქანდაკებს, აშენებს, ან ანგრევს, ყველანი რაღაცას ვქმნით. მე სურათებს ვიღებ. არა, ფოტოგარფი არ ვარ, მითუმეტეს - ფოტოხელოვანი. მე უბრალოდ სურათებს ვიღებ.

ბავშვობიდან მიტაცებდა ეს საქმე. ჯერ კიდევ ე.წ. 25 ლარიანი აპარატით მაქვს ბევრი ფირი "გაფუჭებული". განსაკუთრებით - თუ სადმე მივდიოდით მთელი ოჯახი. დავიჭერდი აპარატს და ყველა ხედს ვიღებდი. ბოლოს გვარიანი საყვედურიც მხვდებოდა, რადგან ფირები ისე მთავრდებოდა, ჩემი ოჯახი და მე მხოლოდ რამდენიმე სურათში ვიყავით. ეს რამდენიმე სურათიც სულ მათი ძალისხმევით, თორემ მე არც მომაფიქრდებოდა.

შემდეგ იყო ჩემი პირველი ციფრული აპარატი. ნიკონი. არ მიყიდია, მაჩუქეს. ამან უფრო გააღვივა ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ და უფრო სერიოზულადაც გადავწყვიტე მიდგომა. ნუ, ვთვლიდი, რომ ეს უკვე სერიოზული იყო, ბოლობოლო ნიკონით ვიღებდი :)

აი, ეს არის ჩემი პირველი ციფრული აპარატი:

და ამ აპარატით გადაღებული რამდენიმე სურათი:



ამ აპარატთან ბევრი კარგი მოგონება და კარგი კადრი მაკავშირებს. ძალიან დამწყდა გული, როცა შავი ზღვის წყალი იგემა და დაიწვა. არა, მე არ მომსვლია ეს - ჩემს ტექნიკას ისე ვუფრთხილდები, როგორც სხვა ღირსებებს :)) . ქალს არ უნდა ანდო ტექნიკა - ჩემმა დამ გადაწყვიტა, რომ ტალღები არ იქნებოდა იმ დღეს და ნაპირზე დადო აპარატი. ეს იყო ჩემი ნიკონისთვის საბედისწერო დღე. და ტალღებიც იყო - რასაკვირველია!

გული დამწყდა, მაგრამ დიდხანს არ ვყოფილვარ უაპარატოდ. ჩემი მონდომებით, მეგობრის რჩევით და მშობლების ფულით ვიყიდე Panasonic Lumix DMC FZ50, ანუ ბენჟამენი - ასე დავარქვი. სახელის დარქმევის იდეაც მეგობრისგან მოდიოდა - მის აპარატს ვინსენტი ქვია :)


ჩემი ბენჟამენი უფრო წააგავდა "პროფესიონალურ" აპარატს. რაღა დაგიმალოთ და ამ მსგავსებამ პროფესიონალურთან მომცა დიდი სტიმული გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ფოტოგრაფიაში. სტილი არ დიდად არ შემიცვლია. ვიღებდი ისევ ყველაფერს, რაც ლამაზი ჩანდა. მაგრამ ახალი აპარატით უფრო მეტი შესაძლებლობებიც მომეცა. თავიდანვე ბენჟის User Guide ჩემი სამაგიდო წიგნი და საუკეთესო მეგობარი გახდა. ახლაც საპატიო ადგილი აქვს ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში და ყველა წიგნ-ბლოკნოტის თავზე დევს! ვერ მოვთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული. არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა. ყოველ ჯერზე ახალს ვსწავლობდი. ამას მოჰყვა ინტერნეტ-სივრცის ათვსება. ჩემი ინტერნეტ-ბრაუზერის ფავორიტებში დიდი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ ბმულებს.

მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მივადექი ზღვარს, როცა ძნელია შენით უფრო მეტი ისწავლო. დახმარებისთვის ჩემს მეგობარს მივმართე - გაგა კაპანაძეს - ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანია, და უბრალოდ კარგი კაცი. სიამოვნებით დამთანხმდა რამდენიმე გაკვეთილზე. სწავლა გუშინ დავიწყე და პირველმა მასტერკლასმა მისთვისაც და ჩემთვისაც სასიამოვნო გაოცების გარემოში ჩაიარა. ის არ ელოდა, რომ მე უკვე ვიცოდი ბევრი რამ ფოტოგრაფიაში, მე კი უბრალოდ დიდ სიამოვნებას ვიღებდი იმით, რომ რაც პრაქტიკაში ჩემით აღმომიჩენია და შემინიშნავს (სულ ალბათ 20,000-მდე ფოტო მექნება უკვე გადაღებული და მგონი კარგი გამოცდილებაა), იმას უკვე პროფესიონალის ენით ვისმენდი და შესაბამის ახსნას ვუძებნიდი. რამდენიმე დავალებაც მაქვს. ახლა ფილმს ვიწერ - Coffee and Cigarettes. ეს ერთერთი დავალების ნაწილია, დავალება ჩემი სენსეი გაგას მოფიქრებულია და ამიტომ კონკრეტულ დეტალებს ახლა აქ არ მოვყვები. მოუთმენლად ველი შემდეგ მასტერკლასს და დავალებებს. თუმცა, ჯერ ეს დავალებებიც შესასრულებელი მაქვს. დიდ სიამოვნებას ვიღებ სურათების გადაღების დროს. მიყვარს ეს საქმე. ფოტოგრაფია, ეს ცალკე ენაა, ვიზუალური ენა, რომელიც საწყის დონეზე ვიცი ჯერ და მალე იმედია სრულადაც დავეუფლები.


მადლობა კაცს, რომელმაც მაჩუქა პირველი ნიკონი, მადლობა მშობლებს ბენჟამენისთვის, მადლობა გაგას დიდი დახმარებისთვის და მადლობა უფალს, რომ ამდენი სილამაზე გვაჩუქა, მე რომ გადამეღო!

დიდი რაგბი

ჩვენთვის, ქართველებისთვის, რაგბს ასეთი განმარტება უნდა ჰქონდეს:

რაგბი – ნათელი წერტილი ქართულ სპორტულ რეალობაში

ეს ერთადერთი სპორტული სანახაობაა, რომელსაც ქართველების მონაწილეობით დიდი სიამოვნებით ვუყურებ და ბოლოს თავაწეული და გულანთებული ვტოვებ ტრიბუნას ან ვშორდები ტელეეკრანს. საერთოდაც, რაგბი ერთადერთია არატრადიციულ ქართულ სპორტებს შორის, რომელსაც ყველაზე კარგად ავუღეთ ალღო. ალბათ იმიტომ, რომ (მგონი) ჩვენთან ძველადაც თამაშობდნენ ლელო–ბურთს, თან ეს ვაჟკაცური, აგრესიული სპორტი რაღაც ახლოსაა ჩვენს ხასიათთან.


ქართველი ბორჯღალოსნების [მოკლე] ისტორია

შეიქმნა 1989 წლის შემოდგომაზე და
ნათლობის მატჩში, ქუთაისში 16:3 სძლია ზიმბაბვეს
მობურთალთა ნაკრებებიდან პირველი გავიდა მსოფლიო თასზე და
თანაც ორჯერ (2003, 2007)
სამჯერ (2001, 2005, 2009) იჩაუქა შვიდკაცის მსოფლიო თასზე
სამჯერვე მოიგო ევროპის ერთა თასი (2001 2008 2009) და
ხუთჯერ არა-ოფიციალური "უმცროსი ექვსი ერი" (2001 2005 2007 2008 2009)

მონაგარი 2010 წლის დადგომამდე
21 წელში 116 თამაში (41 შინ, 53 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
68 მოგება - 43 წაგება * 5 ფრე ^ 2636:2256 (+380) ლ 324-247 (+77)
სულ 198 ბორჯღალოსანი: 79 ბეკი, 112 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 154, ხოლო ფორვარდებმა 170 ლელო

ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის საიტიდან


მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე–17 ადგილზე ვართ და სულ ცოტათი გვისწრებს რუსეთი. მაგრამ აღმოფხვრადია ეგ! :) სულ მალე, 1 თვეში შევხვდებით და რეიტინგიც მაშინ შეიცვლება!

ბოლო 2 თამაშში ჯერ გერმანიასთან ვივარჯიშეთ შინ (77–3), მერე კი პორტუგალიასტან გვქონდა გასვლა. ეს დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მოვიგეთ (10–16)




ახლა უახლესი მიზნების შესახებ:

2011 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 თამაში გვაქვს დარჩენილი. 27 თებერვალს თბილისში ესპანეთს შევხვდებით. მაგრამ უფრო საინტერესო 20 მარტს ტრაბზონში გასამართი შეხვედრაა რუსეთთან. მატჩი ნეიტრალურზე რატომ ტარდება, ვიცით ყველამ. რუსეთში გასამართი შეხვედრაც, ასე ვთქვათ, ნეიტრალურზე გაიმართა – მარიუპოლში (უკრაინა), მაგრამ რამდენად ნეიტრალური იყო ეს სტადიონი და ქალაქი, აქედან გაიგებთ: მარიუპოლი (უკრაინა). მაგრამ იქაც მოვუგეთ (29–21). მოკლედ, ლომები არიან რაა ჩვენები :)


ახლა ტრაბზონშია შეხვედრა და ტურისტული კომპანიები უკვე ყიდიან სხვადასხვა ფასიან საგზურებს (info-tbilisi , adjaratour). მეც ვაპირებ ჩასვლას მეგობრებთან ერთად.

თავიდან ტრაბზონის ცენტრალურ სტადიონზე (ტევადობა 26,000) უნდა გამართულიყო ეს შეხვედრა, მაგრამ ამ დღეს ტრაბზონსპორი გალათასარაის მასპინძლობს და ამიტომ თამაში გაცილებით პატარა სტადიონზე ჩატარდება (ტევადობა 6,200). აქედან 5,500 ბილეთი ქართველებზე გაიყიდება. ფასები არც ისე დიდია და ვინც შევძლებთ წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს მოედნიდან!


2–ჯერ უკვე ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე და მჯერა, მესამედაც გავალთ.


წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს და მადლობა ვუთხრათ ჩვენდათავად ყველა იმ სიხარულისთვის, რაც უკვე გვაჩუქეს და რასაც კიდევ წინ გვიმზადებენ! :)

არც კი ვიცი რა დავარქვა

არ მითხრათ, რომ არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორი იქნებით წლების შემდეგ. ან როგორი იქნებოდით ზანგად რომ დაბადებულიყავით, ან აზიაში, აფრიკაში ან სულაც საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყავით :)) (ნუ ამ უკანასკნელზე რომ არ გეფიქრათ, დასაშვებია).
მეც მიფიქრია, კი, და აი დღეს შემთხვევით წავაწყდი ერთ საიტს, რომელმაც ეს ინტერესი მეტ–ნაკლებად მომიკლა.
ამ ვებ–გვერდს თუ ვენდობით, მე აი ასე გამოვიყურები ახლა:

მაგრამ წლების შემდეგ, აი ასეთი ვიქნები:

აზიაში რომ დავბადებულიყავი, აი ასეთი თვალები მექნებოდა თურმე:
აფრიკელი ლევანი კი აი ასეთი იქნებოდა:
და ყველაზე მაგარი – მე რომ ქალად დავბადებულიყავი:

ძალიან ვიხალისე, თქვენც სცადეთ.

სურათები შექმნილია საიტზე gizmoz

დღის ვებ–გვერდი: საჩუქრები

ყოველთვის მიჭირს საჩუქრების არჩევა. უმეტესად იმ შემთხვევებში, როცა კონკრეტულს არაფერს ვეძებ. ჰოდა ჩემთვის ძალიან საჭირო საიტს მივაგენი. გიზიარებთ:


www.gifts.com

საიტზე სხვადასხვა სიტუაციის შესაფერის საჩუქრების კატეგორიებთან ერთად ნახავთ ტესტებს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნების ხასიათის მიხედვით მისი შესაფერისი საჩუქრის არჩევაში. ცოტა დებილურად ჟღერდეს ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ჩემნაირებისთვის საჭირო საიტია :))

Stars Shining Bright above You :)



თან ვუსმენთ: Dream a Little Dream of Me

Link to: donshakal Photography


ავტომანია




INSTALLING A HUSBAND

კვლავ ინტერნეტში ბოდიალისას ნაპოვნი. მე ძალიან ვიხალისე, გიზიარებთ:


Part 1

--------------------------------------------------

Dear Tech Support,


Last year I upgraded from Boyfriend 5.0 to Husband 1.0 and noticed a distinct slow down in overall system performance, particularly in the flower and jewelry applications, which operated flawlessly under Boyfriend 5.0.

In addition, Husband 1.0 uninstalled many other valuable programs, such as: Romance 9.5 and Personal Attention 6.5,
and then installed undesirable programs such as:
NBA 5.0,
NFL 3.0 and
Golf Clubs 4.1.

Also, Conversation 8.0 no longer runs and Housecleaning 2. 6 simply crashes the system.

Please note that I have tried running Nagging 5.3 to fix these problems, but to no avail.

What can I do?

Signed,

Desperate.

--------------------------------------------------

Part 2

--------------------------------------------------

DEAR DESPERATE ,

First, keep in mind,
Boyfriend 5.0 is an Entertainment Package, while
Husband 1.0 is an operating system.

Please enter command: ithoughtyoulovedme.html and try to download Tears 6.2 and do not forget to install the Guilt 3.0 update.
If that application works as designed, Husband 1.0 should then automatically run the applications Jewelry 2.0 and Flowers 3.5.

However, remember, overuse of the above application can cause Husband 1.0 to default to Grumpy Silence 2.5 , Happy Hour 7.0 or Beer 6.1.
Please note that Beer 6. 1 is a very bad program that will download the Farting and Snoring Loudly Beta.
Whatever you do, DO NOT under any circumstances install Mother-In-Law 1.0 (it runs a virus in the background that will eventually seize control of all your system resources.)

In addition, please do not attempt to reinstall the Boyfriend 5.0 program, These are unsupported applications and will crash Husband 1.0.

In summary, Husband 1.0 is a great program, but it does have limited memory and cannot learn new applications quickly. You might consider buying additional software to improve memory and performance. We recommend Cooking 3.0 and Hot Lingerie 7.7.

Good Luck!

Tech Support

დღის ვებ–გვერდი

ინტერნეტში მორიგი ბოდიალისას წავაწყდი ერთ საინტერესო ვებ-გვერდს და მინდა გაგიზიაროთ. განსაკუთრებით დაგაინტერესებთ და მოგეწონებათ ფოტომოყვარულებს. ეს არის ნიკონის ლინზების სიმულატორი. აქ შეძლებთ მოახდინოთ ნიკონის სხვადასხვა აპარატის და ლინზების შეთავსება და ნახოთ, რა შედეგი მიიღება. ძალიან საინტერესო და სახალისოა, ჩემთვის კი – სასარგებლოც, რადგან აპარატის შერჩევის პროცესში ვარ (ნუ ფაქტიურად გადაწყვეტილი მაქვს ნიკონ D90). 

მიყევით ამ ბმულს: Nikkor Lens Simulator

ფოტორეპორტაჟი

ეს არის ფოტორეპორტაჟი სსიპ თბილისის #200 სკოლიდან (ყოფილი #2 სკოლა-ინტერნატი). აქ სწავლობენ და ცხოვრობენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები. მე იმდენს ვერ გეტყვით ამ ბავშვებზე და მათ ცხოვრებაზე, რამდენსაც თავად მათი ნაწერები. წაიკითხეთ:






















აი ასე გაუხარდათ თოვლი :)











აბსურდული დიალოგი

წარმოგიდგენთ ყველაზე აბსურდული დიალოგების კოლაჟს, რომელიც მსმენია, შევსწრებივარ, ან რომლის მონაწილეც მე თავად ვყოფილვარ.  რამდენიმე აბსურდი სულ ახალია, ცინცხალია და სანამ დამვიწყებია, ვწერ!


/მისალმება/

– ვაა გაუმარჯოს! როგორ ხარ?!

– გაუმარჯოს! შენ როგორ ხარ?

– რავი ვაარ რაა, შენ?

– მეც ვაარ რაა.. [არ ვინჩნევთ 2xმოკითხვას] რას შვები, რა ხდება შენკენ ახალი?

– ძველი ყველაფერი იცი? ჰაჰ ჰაჰ ჰაჰ

[არ გვინდა, მაგრამ ვიცინით] ჰაჰ ჰაჰ ჰაჰ

– რავი მე ძველებურად რაა, შენკენ რა ხდება?

– მეც ეგრე რაა.

– სხვა? [აქ დროა დაასრულო, მაგრამ დიალოგი გრძელდება]

– რავი ისეთი არაფერი.

/ძირითადი ნაწილი/

– ხო მართლა, რა უნდა მეთქვა შენთვის. ანდრიაძეს იცნობდი?

– კი, ლექციებს მიკითხავდა მეორე კურსზე.

– ხო, მოკვდა ეგ

– ??? [???]

– გულით რა. 1 თვეა

– ვა, ძაან მეწყინა, ახალგაზრდა კაცი, ფაქტიურად.

– ხო, საწყალი მაგისები. უი შენ შვილი შეგეძინა, ხო?

– კი, 2 თვის ხდება უკვე. კესო დავარქვით

– კესოო? კაი რაა, რამ დაგარქმევინათ?!

– ??? [???]

/დამშვიდობება/

– კაი წავედი ეხლა მე

– ა წახვედი უკვე? ხო მეც გავდივარ

– კაი, მოიკითხე ნინო!

– ნინო?

– ხო, შენ დას ნინო არ ქვია?

– მე ძმა მყავს მარტო

– ა უი ხო

– კაი აბა მაგრად.



მომიტევეთ, თუ გადაბმები ვერ დავსვი, სხვადასხვა დიალოგებიდანაა ამოკრეფილი, მაინც უცებ დაწერილი პოსტია რა :)

პ.ს. გვარ–სახელები პირობითია

Labels