უცებ


მომენატრა უცებ ძალიან


იცით რა მომენატრა?

აი მეგობრები რომ შევიკრიბებოდით


ვიღაც რომ დააგვიანებდა და მაგრად რომ გავლანძღავდით, გავაწითლებდით და მერე ჩავეხუტებოდით


გოგოების გაწყობილ სუფრას რომ აბუჩად ავიგდებდით და მერე იმათაც რომ ჩავეხუტებოდით


ჩვენს სადღეგრძელოებს რომ დასცინებდნენ ჩუმად გოგოები, ჩვენ რომ გავიგებდით და იქედნურად რომ გადავხედავდით, თქვენ რა იცითო


საღერღელი რომ აგვეშლებოდა და სიმღერა რომ მოგვინდებოდა, მაგრამ უცოდინრობის გამო სხვის ნამღერს რომ ვისმენდით


სულელური აზრებიდან ყველაზე ჭკვიანურს რომ ამოვარჩევდით და ბავშვებივით ვითამაშებდითბევრნი რომ ვიმხიარულებდით...


:) :) :)

3 comments:

gvantsa May 23, 2008 at 12:11 PM  

მიუხედავად იმისა რომ ესეთ სიტუაციაში შენთან და შენს მეგობრებთან ერთად არ ვყოფილვარ,ძალიან ნაცნობია ეგ სიტუაცია ჩემთვის და მეც ძალიან მენატრება....

Unknown June 25, 2008 at 12:12 PM  

მეჩვენება თუ ეს გეგაა?

დომენიკო April 7, 2009 at 1:54 AM  

გეჩვენება :)

Labels