*** (კიდევ ერთი)



როგორც წინასიტყვაობა

ისე შემოვიდა ბაქანზე შემოდგომა, რომ მგონი არავინ დახვედრია, არათუ შეგებებია. სხვათა შორის, დიდი განსხვავებაა დახვედრასა და შეგებებას შორის. არადა რა გახდა ერთი პატარა მისალმება?! მიესალმე და შენც კმაყოფილი ხარ - ისიც. ტორტის გამოცხობა სულაც არაა საჭირო, არც ბრჭყვიალებისა და სანთლების ყიდვა. უბრალოდ, დილით რომ გაიღვიძებ, კალენდარს 31 აგვისტოს მოახევ, ან ტელეფონს დახედავ, ან ახალ გაზეთზე აღმოაჩენ, რომ დღეს უკვე პირველი სექტემბერია, შემოდგომის პირველი დღე, დღე, როცა მრავალი წლის განმავლობაში ბავშვები სკოლისაკენ მიდიოდნენ (კვირაც რომ ყოფილიყო მაინც წავიდოდნენ მგონი!!!) მშობლებთან ერთად ყვავილებით ხელში, დავარცხნილები, გუშინთეთპერანგნაყიდები, გულში ისეთი განცდით, რომელიც ძნელია რამეს შეადარო, დღე რომლითაც იწყება ყველაზე მრავალფეროვანი 91 დღე, იწყება რთველის, მანდარინობის სეზონი, და შენ ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს, რომელიც გუშინდელისგან განსხვავებული მოგეჩვენება (რაც შეიძლება სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე). მაშინ დატკბები ცხოვრებით და იგრძნობ რომ ადამიანი ხარ და არა მომართული მანქანა, რომლისთვისაც სულ ერთია 1 სექტემბერი იქნება თუ 30 აგვისტო. ჩვენში რომ ერთი ბავშვი მაინც ყოფილიყო (ბავშვები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს), მორცხვად ამდენ დიდში, მაგრამ მაინც, სადღაც გაურევდა "დღეს პირველი სექტემბერია, შემოდგომა დადგა"-ს.

ზემოთთქმულიდანაც შეამჩნევდით, რომ რაღაცნაირად შევიცვალე ამ ზაფხულში, უფრო მეტად კი ამ ბოლო ხანს. მეც, ისევე როგორც თქვენ, დამავიწყდა შემოდგომის მოლოცვა, ძალიან დამწყდა გული, ახლა 1-ით ნაკლები შემოდგომის მილოცვა შემიძლია. ძალიან რომ არ შევყვე გადაკრულ ლაპარაკს, მოკლედ მოვჭრი და მთავარ სათქმელზე გადავალ. ვინ ვიყავი თქვენ კარგად იცით, ზოგი მიცნობთ კიდეც. ვიღაცას ალბათ მოვწონდი ასეთი, ვიღაცას ვაღიზიანებდი, ზოგსაც სულ არ აინტერესებდა როგორი ვიყავი, არც სამომავლოდ არის იმედი, რომ დააინტერესებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. ხდება ხოლმე რაღაც, რაც ადამიანს ცვლის.ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი. ის მიმტკიცებდა, რომ ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ შენი მათდამი დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამას რეალური ფაქტებითაც ასაბუთებდა ისე, რომ გამიჭირდა შედავება. მე მაინც მყარად ვიდექი ჩემს აზრზე, რომ ადამიანები იცვლებიან, მხოლოდ ამის შემდეგ გეცვლება მათდამი დამოკიდებულება შენ. რომელი ვიყავით სწორი, თქვენ განსაჯეთ. საბოლოოდ ვერაფერზე შევანხმდით, თუმცა მაშინ გავიფიქრე, რომ ადამიანი როგორიც იბადება ისეთივე რჩება და რადგან ჰომოს კარგი უნარი აქვს სიტუაციასთან ადაპტაციისა, დროდადრო ავლენს გარემოს შესამაბისაც ხან ბრჭყალებს, ხან კი ამურის ისრებს ისვრის.სათქმელს დავუბრუნდეთ. როცა იცვლები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნლოვანი მოხდა შენს თავს და თუ მომართული მანქანა არ ხარ, მაშინვე ინტერესდები, რატომ შეიცვალე, ან დარჩები თუ არა ასეთი ბოლომდე. ამას თუ დაემატება ბევრი თავისუფალი დრო (ზაფხული მისწრებაა) ფიქრისთვის და შეიძლება ორიოდ საინტერესო წიგნი, რომელიც თავის მხრივ დაგაფიქრებს, შეიძლება დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი აღმოაჩინო შენში (აქვე გავიხსენოთ, რომ ფილოსოფია არის ის "რაც მე საკუთარ ტავს მიბრუნებს" კარლ იასპერი). მთელი ამ ფიქრის, საკუთარ თავთან დისკუსიისა და კამათის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ აღმოაჩენ, სინამდვილეში ვინ ხარ და რა გინდა. ამას აუცილებლად მოყვება უფრო მთავრის გაგება, ესაა შეიცნო შენ ირგვლივ მყოფნი, ცოტა ხნით მაინც დაფიქრდე იმაზე, რა მოსწონთ მათ, რას განიცდიან, რა ტკივათ. და თუ ბოლოს იმასაც ინატრებ, რომ ცოტა ხანს გაგყვეს ასეთი ზნე, გვირაბის ბოლოს ნათელსაც დაინახავ და კიდევ მანქანის საბურავზე ფეხშემოდებულ დონშაკალს, რომელიც გეტყვის: გაიღვიძე, ფარული კამერაა!!!! (აქ ხოხმა სიცილაკებსაც დავუმატებდი, მაგრამ მეშინია მავანმა თავიდანმე დასასრული არ წაიკითხოს და მთელი ეს ბოდვა ერთი ხელის მოსმით წყალში არ ჩამიყაროს). მორალი: იფიქრე ზომიერად (რომ ჩემსავით არ გარეკო) და გაერთე სრული სვლით, მოკლედ, შეირგე ცხოვრება, თორემ ცხოვრება შეგირგებსპ.ს. ბოლო ფრაზის სხვა ინტერპრეტაციაც არსებობს, თუმცა მგონი ეს ბევრად უხდება აქ.


დიდი სიყვარულით,


დონშაკალი,


რომელიც დაბრუნდა!




Sept. 5, 2007

8 comments:

ketketa May 26, 2008 at 6:47 AM  

არც შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, ანუ შენ ბლოგი არ გქონოდა:)

იცი როგორ გამიხარდა??:)

და მე უბრალოდ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ასეთი გაგიცანი, ჩემო კეთილო, და სულაც არ ვნანობ რომ სხვანაირს არ გიცნობდი:)

დომენიკო May 26, 2008 at 1:32 PM  

ketket :) :) :)

Kalo May 27, 2008 at 2:59 PM  

იცით რა კარგად მახსოვს ჩემი პირველი 1 სექტემბერი?

დედაჩემს ხელს არ ვკიდებდი. ლამაზი, ახალი ფახსაცმელები მეცვა და ძაან მიხაროდა. ხოდა სკოლის ჩასახვევთან გადამიბრუნდა ფეხი, წავიქეცი და მუხლები გადავიტყავე. :-):-):-) ასეთი დამშვენებული შევედი სკოლის ეზოში :-):-) ორივე მუხლი შემიხვის და მერე ვიღაც მეთეკლასელი ბიჭი მეჯაჯგურებოდა, შენს კლასში შეგიყვანო (მაშინ რატომღაც მშობლებს სკოლაში არ უშვებდნენ) და მე გავსკდი ტირილით :-):-):-)

დომენიკო May 27, 2008 at 3:07 PM  

მეც მახსოვს ჩემი პირველი პირველი სექტემბერი. ლექსები ვთქვი :)) შორტები მეცვა და მუხლამდე ნასკები :)))))) და ვერ მივხვდი რატომ დამტოვეს სკოლაში და თავად სახლში წავიდნენ, რატომ შემოდიოდა ყოველ საათში ახალი დეიდა და რეებს გველაპარაკებოდა საერთოდ

Kalo May 27, 2008 at 3:14 PM  

მე მთელი წელი დარაჯის მეშინოდა. :-):-)

ეხლა რომ ვუფიქრდები, რა უაზრო ბავშვი ვიყავი :-):-)

ketketa May 27, 2008 at 3:36 PM  

ე არაფერი მახსოვს პირველი 1 სექტემბრის ვაბშე, რა ჩმორიკი ვარ:))))))))))

© June 3, 2008 at 5:38 AM  

მე მახსოვს რომ კლასიდან გამოსვლისას ორ-ორი დაგვაყენეს, ვინც ვის გვერდზე მოვხდვდით, ისე. და მე მოვხვდი ერთი გოგოს გვერდზე, რომელიც მერე ერთ-ერთი ძალიან ახლო მეგობარი გახდა ჩემი და საშინლად დავიგრუზე მაშინ, იმიტომ რომ გადავწყვიტე, ამ გოგოს დიდი ცხვირი აქვს და არ მინდა მეთქი ამის გვერდზე დგომა და ხელჩაკიდებული სიარული.
არა და იცით როგორი ცხვირი აქვს? კურნოსაა :)))))

ketketa June 14, 2008 at 2:28 AM  

ცის, რა საყვარელი ხარ:)))))))))))))))))

Labels