მინდა, ანუ არამატერიალური ოცნებები

რომელი ოცნების ასრულებაა უფრო მარტივი, მატერიალურის თუ არამატერიალურის? მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ცუდი დასაწყისია ამ ჩანახატისთვის. არ შევცვლი, უბრალოდ არ მაქვს მეტი უკეთესის მოფიქრების თავი. არც სურვილი. უბრალოდ ცოტა რამ მინდა ვთქვა...

იცით რა მინდა? მინდა მე მეკუთვნოდეს ჩემი თავი, მინდა ყველა მხედავდეს ისეთს, როგორიც ვარ და არა ისეთს, როგორიც მათ უნდათ რომ ვიყო. მინდა იმდენად მაფასებდეს ყველა, რამდენადაც ვიმსახურებ. მინდა ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, მინდა ის ვაკეთო, რაც გულით მინდა. მინდა რომ ასეთი ჩანახატის დაწერის მიზეზი აღარ მომეცეს...

აი, ეს არის, რისი თქმაც მინდოდა...

2 comments:

ketketa June 6, 2008 at 3:02 PM  

სინამდვილეში არც ისე მარტივად მოსაპოვებელი რამე გინდა, დომენიკო:)
მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს გინდა:)

დომენიკო June 7, 2008 at 10:11 AM  

"მინდა"-ს წინ ვერაფერი აღუდგება

თუმცა ძნელია, კი :)

Labels