ელექტრონიკის ქართული მაღაზიების მიმოხილვა - aka Review

მიცვალებული ადგაო, ამაზეა ნათქვამი. ბლოგის განახლება გადავწყვიტე :) რატომ და რისთვის - ვის ადარდებს?! მთავარია რამე ისეთი დავწერო, სხვასაც რომ გამოადგეს. მოკლედ, დღეს მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ელექტრონიკის რამდენიმე ქართულ მაღაზიაზე, რომელთანაც პირადად მქონია შეხება. შესავალი საკმარისია, გადავიდეთ საქმეზე:

ორი სიტყვა პოსტის სტრუქქტურაზეც - მაღაზიებს განვიხილავ მხოლოდ იმ პროდუქტების ჭრილში, რომელიც მე შემიძენია და არა ზოგადად (მაცივარი და მტვერსასრუტი არასდროს მიყიდია და არ ვიცი რომელი მაღაზია რა არჩევანს/მომსახურებას სთავაზობს კლიენტს).

ნაწილი 1
სად შევიძინოთ ფოტოაპარატი
აქ აუცილებელია გავარჩიოთ ერთმანეთისგან სამომხმარებლო კომპაქტური და პროფესიონალურსრომეძახიან ტიპის ფოტოაპარატები.

პირველი კატეგორიის აპარატებს ფაქტიურად ყველგან შეიძენთ. მთავარია ყიდვისშემდგომი მომსახურება - aka სერვისი. მე რამდენიმე წლის წინ ელიტ ელექტრონიქსში ჩემს ახლობელს ვაყიდინე აქციის ფარგლებში კოდაკის კომპაქტური ფოტოაპარატი. საშინელება გამოდგა, ელემენტი მალევე მოკვდა და გარანტიის პირობებიც იმდენად ბუნდოვანი იყო, არც გვიფიქრია მიგვებრუნებინა. მომსახურების დაბალი ხარისხით გამოირჩეოდა ოდითგანვე ეს მაღაზია. კონსულტანტებმა ფასების გარდა პროდუქციაზე ფაქტიურად არაფერი იციან. ელიტ ელექტრონიქსს კომპიუტერების თემასთან ერთად კიდევ მივუბრუნდები. სავაჭრო ცენტრი კიდობანი არის ერთერთი ალტერნატივა. ფასები ძალიან კონკურენტუნარიანია, საგარანტიო პირობები - ნაგავი. ძირითადად გეტყვიან, რომ თუ 3 დღეში აღმოუჩენთ დეფექტს, გამოგიცვლიან (ვითომ?), თუარადა მერე თავში ქვა გიხლიათო.

რაც შეეხება შედარებით ძვირადღირებულ ე.წ. პროფესიონალურ და ნახევრად პროფესიონალურ აპარატებს. აქ არჩევანი მცირეა. კიდობანი აქაც ფიგურირებს, იგივე პირობებით. მე ჩემს მეგობარს ვაყიდინე Nikon D3100 კიტ ლინზით საკმაოდ კარგ ფასად. აპარატი ახლაც კარგად მუშაობს და იმედია არც არაფერი გაუჭირდება, რადგან საგარანტიო პირობები ნაგავია. რა თქმა უნდა უკეთესია, თუ ასეთ ძვირადღირებულ აპარატს შეიძენთ რომელიმე მაღაზიაში, სადაც კარგად მოგემსახურებიან და გარანტიასაც მოგცემენ. ასეთი მაღაზიებია hotspot (www.hotspot.ge) და Go Electronics. თითოეულს აქვს თავისი დადებითი მხარეები. ჰოთსპოტი ახალი მაღაზიაა და კარგი პირობებით შემოვიდა ბაზარზე. აქვს საკმაოდ გამართული ინტერნეტ-მაღაზია და სწრაფი ადგილზე მიტანის სერვისი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მაგრამ ის, რაც გამოარჩევს ჰოთსპოტს სხვა მაღაზიებისგან, არის ფულის უკან დაბრუნების პირობა - 7 დღის განმავლობაში მაღაზია მზად არის დაიბრუნოს გაყიდული პროდუქტი და თქვენი ფული უკან გადმოგცეთ!
Go Electronics ჩემს სიმპათიას იმსახურებს იმ მიზეზით, რომ არის რამდენიმე ბრენდის ოფიციალური რესელერი და არა თვითმარქვია გამყიდველი, როგორც სხვა მაღაზიები. ფოტოაპარატებში საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ. იქ იპოვით ნებისმიერი ფასის და კლასის ფოტოაპარატს. ასევე, ოტპიკას სარკული ფოტოაპარატებისთვის (მათ შორის ცაისის ლინზები ნიკონზე და ქენონზე) და ფოტოაპარატის სხვა მრავალ აქსესუარს, რაც იშვიათი ფუფუნებაა ქართული რეალობისთვის. კონსულტანტები ერკვევიან თავის საქმეში და არც აგრესიულები არიან.

და აქვე მცირე სარეკლამო ჭრა =) გადაათვალიერეთ ჩემი ფოტოები გოუ ელექტრონიქსში ნაყიდი ობიექტივით: http://www.flickr.com/photos/donshakal/ რეკლამის დასასრული

არის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი ადგილი (aka ტოჩკა). ეძახიან თურმე ზახარას მაღაზიას და კოდაკის მაღაზიას. ეს არის საბითუმო მაღაზია, მფლობელი მას და Go Eletronics-ს ერთი ჰყავთ, მაგრამ, ეჭვი მაქვს, გოუ-სგან განსხვავებით მმანდ "5 ლარს ხომ დამიკლებ" გაჭრის და მე ასეც მოვქცეულვარ რამდენიმე შემთხვევაში :) ეს მაღაზია არის ვაგზალზე და რამდენიც არ უნდა ვწერო, ვერაფრით აგიხსნით. ვეცდები რუკაზე მოვნიშნო

View Larger Map

რამდენიმე სიტყვა მეორად ბაზარზეც უნდა ვთქვა. საყოველთაოდ ცნობილია mymarket.ge და ფორუმები (ბოკე, გრაფ.გე). ბევრი კარგი რამის შოვნა შეიძლება, ძველი ოპტიკა, რომელიც უკვე აღარ იწარმოება, ასევე ფირის აპარატები, ფირები და ა.შ. სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, გასაგები მიზეზის გამო. ეს არის ფაქტიურად მშრალი ხიდი ინტერნეტში - აქვე, რადგან სიტყვამ მოიტანა, მშრალ ხიდზე ერთი კაცი ყიდის ბევრ კარგ რამე-რუმეებს, თუ ძველმანების მოყვარული ხართ. კარგი ვინმეა, თან აგიხსნით ყველაფერს დაუზარებლად და კარგ რჩევებსაც მოგცემთ.

პირველი ნაწილის დასასრული

Film


ფირი. just 35მმ ფირი. დამუშავების და PS-ში გაკეთილშობილების გარეშე.



I shoot film

Musée du Louvre

one of the few film shots from Paris.

20.10.2010

ესეც ხო მაგარია ? 20–10, 2010 ანუ ოცი ათი ოცი ათი.
ვობშემ, ნიჩევო :)) ან ის ათი ათი ათი რა იყო იმხელა ამბავი რო ატყდა. დაჟე ზოგზე გავიგე მაგ დღესთან დაკავშირებით უქეიფიათ :) ფლიკრიც გაივსო თემატური ფოტოებით
http://blog.flickr.net/en/2010/10/20/101010-itrw-in-the-real-world/

Zenit EM

ჩვენი ოჯახის ახალი წევრი. ზენიტი ჟენია

ჩემი Flickr


The Moon, originally uploaded by donshakal.

სამწუხაროდ ჩემი ფლიკრის ექაუნთი იწურება და საჭიროებს განახლებას.

ვეძებ სპონსორს :)

:(


:(, originally uploaded by donshakal.

verafers vambob da es mitrialebs sul tavshi

სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ცეკვაა და არღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო

დაგეგმილი ცხოვრება

მომბეზრდა.
იმდენად მომბეზრდა, რომ ვრცლად დაწერაც არ შემიძლია
გამგებნი გაიგებთ.
მინდა ჩანთა, ჩემი აპარატები და გზა. მეტი არაფერი

ეს გზა თუ იქნება, მთლად უკეთესი: http://www.flickr.com/photos/donshakal/3781007272/

სიყვარული, ხანძარი და პომპიერო

ესეიგი, სიუჟეტს მოვკარი თვალი, ჩვენს სახანძრო სამსახურს გაუკეთებია ტყეში ხანძრის იმიტაცია. ანუ თავადვე გააჩინეს ხანძარი და მერე თავადვე ჩააქრეს! ტრეინინგს გადიან.
მე მხოლოდ მივესალმები მეხანძრეების სწავლებას,
მაგრამ ამ სიუჟეტმა მე რა გამახსენა? "სიყვარული, ხანძარი და პომპიერო" :))))

ზარმაცა



ჩემს თავზე არ ვწერ, ცხოველია ასეთი, თუმცა მეც არანაკლები ზარმაცა ბლოგერი გამოვედი.


მეპატიება. უნივერსიტეტის დამამთავრებელი პროცედურებით ვიყავი დაკავებული.


სხვა სიახლეებიც ბევრია. განსაკუთრებით ახალი აპარატი – ჯედაია დავარქვი. ბენჟი ცოტა ეჭვიანობს, მაგრამ სამივენი ერთად დავდივართ ხოლმე და ამით იქარვებს სევდა–ნაღველს.


ა ბატონო, ჩემი ჯედაია:



სანამ დაკარგული ვიყავი, მოვასწარი მასონური ამერიკის მოვლა. თუ ძალიან არ გავზარმაცდი, შთაბეჭდილებებს ერთ პოსტს მივუძღვნი.











ახლა კი გაიცანით ზარმაცა:


ინგლისურად Sloth, რუსულად ленивец


ძირითადად ტროპიკებში ბინადრობენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებენ. გადაადგილდებიან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად ძირითადად უძრავად არიან და მათ ტანზე ბეწვში წყალმცენარეები ეზრდებათ, ასე რომ საკვებადაც მას იყენებენ. ზარმაცები ხეებიდან მხოლოდ მოსასაქმებლად ჩამოდიან, ისიც კვირაში ერთხელ!!! ხეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, შეიძლება მობეზრდეთ კიდეც იქ ყოფნა. ამ შემთხვევაში უბრალოდ კლანჭებს უშვებენ ტოტებს და ასე ჩამოდიან მიწაზე, ეზარებათ ჩამობობღება!



ასეთი საყვარლები არიან.





ერთი ვიდეოც:


Forrest Gump


Washington Monument, originally uploaded by donshakal.

ეს კადრი სულ ამ ფილმს მახსენებს...

"That's all I have to say about that."

გვარ–სახელები საქართველოში

ვიწყებ გვარებით:

გვარი თურმე საქართველოში მე–6 საუკუნიდან გვხვდება. თუმცა დღევანდელი გვარების უმეტესობა მე–14–15 საუკუნეებში გაჩნდა. დღეს არსებული გვარებიდან ყველაზე ძველია გრძელიძე (1028 წ), ასევე ძველი გვარებია ყანჩაველი (1030 წ), დადიანი (1030 წ) და დვალი (1030 წ).

გვარების დაბოლოებებზე: ყველაზე ხშირად გვხვდება –ძე –ზე დაბოლოებული გვარები. ასევე საინტერესოა, რომ –ია –ზე დაბოლოებული გვარების უმეტესობა გვხვდება თბილისსა და იმერეთში (და არა სამეგრელოში LOL). რაც შეეხება –იან–ებს, თურმე საქართველოს სვა კუთხეებში 112,000 იანი გვხვდება, ხოლო სვანეთში სულ 26,000 ცხოვრობს :))

ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე (24,797). ასევე კაპანაძე (18,550), გელაშვილი (17,995), მაისურაძე (16,515) და გიორგაძე (14,582).

გვარებზე კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო სტატისტიკა: საქართველოში უფრო მეტი ოგანეზოვი ცხოვრობს, ვიდრე მიმინოშვილი, შანიძე და ყოფშიძე :)


ახლა სახელებზე:

ყველაზე გავრცელებული სახელები – გიორგი და თამარი

300 ყველაზე გავრცელებული სახელიდან ასეთ საინტერესო ფაქტს გთავაზობთ: საქართველოში უფრო მეტი მაყვალაა, ვიდრე თორნიკე. ასევე, ჟუჟუნა და ვენერა უფრო გავრცელებულია, ვიდრე არჩილი.

სახელებზე რომ ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა ჩავხედო კახეთს და ვნახო მიხო და მარო ლიდერობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ არ ლიდერობენ. კახეთში ყველაზე ბევრი გიორგი და თამარი ცხოვრობს, ხოლო მიხო (მიხეილი) და მარო (მარიამი) მე–10 და მე–5 ადგილებზე არიან.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. აღმოჩნდა, რომ 918 კაცს ქვია გიული და 148–ს კიდევ ია.

მაგრამ ეს კიდევ რა არის. პოსტის ბოლოს გთავაზობთ სხვა საინტერესო სახელებს:

მაუზერი (3), სერჟანტი (23), მარშალი (3), ნაჩალნიკი (5), გენია (70), უნარი (17), ვალუტა (37), მაგნიტი (6), პარნიკი (26)


რა კარგია, ლევანი რომ დამარქვეს მშობლებმა და არა, მაგალითად, პარნიკი.

წყარო: "გვარ–სახელები საქართველოში" (ავთანდილ სილაგაძე, ანზორ თოდაძე)

ღვინო, დუდუკი, ქალები

3სახური

ესეიგი,

რაც დათბა, წვიმამ ცოტა ინამუსა და მზეც ადრე ამოდის, მეც ადრე ვიღვიძებ. ან შედეგის თქმა პირიქითაც შეიძლება – გვიანობამდე ვეღარ მძინავს.

შესაბამისად, სამსახურშიც დროულად მოვდივარ. ხოდა აღმოვაჩინე, რომ სამსახურში დაგვიანება საინტერესო ფილმის შუიდან ყურებას გავს. აბა წარმოიდგინეთ :) რამდენ რამეს ვტოვებდი თურმე.

გადასაღები კიდევ ბევრია!

Louvre


Louvre, originally uploaded by donshakal.

who said man can't fly?!


who said man can't fly?!, originally uploaded by donshakal.

ხელოსნურ–ქართული საავტომობილო ლექსიკონი

რაც აკლია, კომენტარებში შევავსოთ. ზოგიერთი "თარგმანი" ჩემი მოფიქრებულია. ექვემდებარება განხილვას :D


აბლიცოვკა – წინა პანელი

ატვიორტკა – სახრახნისი

 

ბაბინა – კოჭა

ბარაბანი – მუხხრუჭის დოლაბი

ბენდექსი – ელ–მაგნიტური ხვია (სოლენოიდი)

ბლიჟნი – ახლომაშუქი

ბრიზგავიკი –

ბარდაჩოკი – ხელთათმანების ყუთი

 

გალოვკა –

გლუშიწელი (გრუჩიწელი) – მაყუჩი

 

დალნი – შორსმაშუქი

დაჩიკი – მაჩვენებელი

დეტონაციის დაჩიკი – დეტონაციის სენსორი

 

ვალი – ლილვი

ვკლადიში –

ვოზდუხამერი –

 

ზაპასკა – სათადარიგო საბურავი

ზაპასკის ჩეხოლი – სათადარიგო საბურავის შალითა

 

კალენვალი – მუხლა ლილვი

კალოდკა – ხუნდი

კარდანი – კარდანის ლილვი

კარობკა – სიჩქარის/გადაცემათა კოლოფი

კლაპანი – სარქველი

კლაპნის პრუჟინა – სარქველის ზამბარა

კლუჩი – გასაღები, ქანჩგასაღები

კოლიცოები – დგუშის რგოლები

კრესტავინა – ჯვარედინი

 

ლამბდა (კატალიზატორის დაჩიკი)  – ჟანგბადის სენსორი

ლებიოდკა – ჯალამბარი

ლიუფტი – ფოლხვა

 

მალიარი – მღებავი

მატარისტი – ძრავის ხელოსანი

მატორი – ძრავი

მატორის კრიშკა – მატორის ხუფი

მახავიკი – მქნევარა

მიგალკა, პავაროტნიკი – მაჭუტი

ნაკანეჩნიკი – ბურთულა სახსარი

ნასოსი – ტუმბო

 

პადვესკა (ხადავოი) – დაკიდების სისტემა

პადკარობოჩნი – კოლოფის დამჭერი

პადმატორნი რეზინა – ძრავის დამჭერი

პაკრიშკა – საბურავი

პარპიზი (ლაბავოი) – საქარე მინა

პაჩებნიკი –

პედალი – სატერფული

პლოცკოგუბცი, პლოცკო – ბრტყელტუჩა

პომპა – წყლის ტუმბო

პორშენი – დგუში

პრაკლადკა – საფენი

პრისკი – შესხურება

პრუჟინა – ზამბარა

 

ჟესწიანჩიკი – მეთუნუქე

ჟიდკოსწი – სითხე

 

რაზდატკა – გამანაწილებელი

რაზვადნოი კლუჩი – ქანჩქამანდი

რაზვალი – თვლების ნახარი

რასპრედვალი – გამანაწილებელი ლელვი

რემენი – ღვედი

რული – საჭე

რუჩნიკი – ხელის მუხრუჭი

 

სალიარკა – სოლიარის ზეთი

სალნიკი – ჩობალი

სვეჩი – (აალების) სანთელი

სიდენია – სავარძელი

სტარტერი – ამძრავი

სტუპიცა –

სუპორტი – ხუნდის ბუდე

სუხოი ამორტიზატორი – მშრალი ამორტიზატორი

 

ტალკატელი –

ტოკარი – ხარატი

ტორმუზი – მუხრუჭი

 

შატუნი – ბარბაცა

 

ცეპლენია – გადაბმულობა (მე კონუსი უფრო მომწონს)


ხელოსნების თემაზე ერთი კარგი ფოტო–პოსტი მაქვს კიდევ მომზადებული და მალე გამოვაქვეყნებ :))



დამატებები:

აპორნი დისკი – საყრდენი ფირფიტა, საყრდენი დისკი

tasty madness


tasty madness, originally uploaded by donshakal.

წერის მუღამზე არ ვარ და როგორც იქნა შესაბამისი სურათი ვიპოვე, ჩემს განწყობას რომ შეეფერება :)

when tired of all these...

აღდგომა და ხვალაო


Easter, originally uploaded by donshakal.

Labels