ზარმაცა



ჩემს თავზე არ ვწერ, ცხოველია ასეთი, თუმცა მეც არანაკლები ზარმაცა ბლოგერი გამოვედი.


მეპატიება. უნივერსიტეტის დამამთავრებელი პროცედურებით ვიყავი დაკავებული.


სხვა სიახლეებიც ბევრია. განსაკუთრებით ახალი აპარატი – ჯედაია დავარქვი. ბენჟი ცოტა ეჭვიანობს, მაგრამ სამივენი ერთად დავდივართ ხოლმე და ამით იქარვებს სევდა–ნაღველს.


ა ბატონო, ჩემი ჯედაია:



სანამ დაკარგული ვიყავი, მოვასწარი მასონური ამერიკის მოვლა. თუ ძალიან არ გავზარმაცდი, შთაბეჭდილებებს ერთ პოსტს მივუძღვნი.











ახლა კი გაიცანით ზარმაცა:


ინგლისურად Sloth, რუსულად ленивец


ძირითადად ტროპიკებში ბინადრობენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ხეზე ატარებენ. გადაადგილდებიან მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. შესაბამისად ძირითადად უძრავად არიან და მათ ტანზე ბეწვში წყალმცენარეები ეზრდებათ, ასე რომ საკვებადაც მას იყენებენ. ზარმაცები ხეებიდან მხოლოდ მოსასაქმებლად ჩამოდიან, ისიც კვირაში ერთხელ!!! ხეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ, შეიძლება მობეზრდეთ კიდეც იქ ყოფნა. ამ შემთხვევაში უბრალოდ კლანჭებს უშვებენ ტოტებს და ასე ჩამოდიან მიწაზე, ეზარებათ ჩამობობღება!



ასეთი საყვარლები არიან.





ერთი ვიდეოც:


3 comments:

Keti July 1, 2010 at 10:38 AM  

ლევან, გილოცავ დიპლომის დაცვას :)
ჯედაიას, რომელიც ძალიან მომხიბვლელია :)

და ეს ზარმაცა კი, მართლა რა საყვარელია, ხელზე რომ სძინავს :) პირველად ვნახე

FISH July 2, 2010 at 4:55 AM  

ამას რო ვკითხულობდი ერთმა აზრმა გამიელვა თავში:
''მოსასაქმებლად რატომ ჩამოდიან ხიდა, ტანზე რო წყალმცენარეები ეზრდებათ იმას სასუქი არ უნდა?''
ხო ვიცი ამაზრზენობაა ]:) ამის მოფიქრება მარტო ზარმაცაზე ზარმაც ადამიანს შეეძლო ანუ მე :D

Kate July 4, 2010 at 9:26 AM  

უი ბაკალავრიანტი იყავი???
მე რატომღაც უფრო დიდი მეგონე. :)
გილოცავ დამთავრებას.

ჯედაია ძალიან კარგია. სახელიც ძალიან მომეწონა. :))

ვაიმე ეს რა საყვარელი რაღაცაა. ხელზე შემოხვეული :)))

Labels