გვარ–სახელები საქართველოში

ვიწყებ გვარებით:

გვარი თურმე საქართველოში მე–6 საუკუნიდან გვხვდება. თუმცა დღევანდელი გვარების უმეტესობა მე–14–15 საუკუნეებში გაჩნდა. დღეს არსებული გვარებიდან ყველაზე ძველია გრძელიძე (1028 წ), ასევე ძველი გვარებია ყანჩაველი (1030 წ), დადიანი (1030 წ) და დვალი (1030 წ).

გვარების დაბოლოებებზე: ყველაზე ხშირად გვხვდება –ძე –ზე დაბოლოებული გვარები. ასევე საინტერესოა, რომ –ია –ზე დაბოლოებული გვარების უმეტესობა გვხვდება თბილისსა და იმერეთში (და არა სამეგრელოში LOL). რაც შეეხება –იან–ებს, თურმე საქართველოს სვა კუთხეებში 112,000 იანი გვხვდება, ხოლო სვანეთში სულ 26,000 ცხოვრობს :))

ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე (24,797). ასევე კაპანაძე (18,550), გელაშვილი (17,995), მაისურაძე (16,515) და გიორგაძე (14,582).

გვარებზე კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო სტატისტიკა: საქართველოში უფრო მეტი ოგანეზოვი ცხოვრობს, ვიდრე მიმინოშვილი, შანიძე და ყოფშიძე :)


ახლა სახელებზე:

ყველაზე გავრცელებული სახელები – გიორგი და თამარი

300 ყველაზე გავრცელებული სახელიდან ასეთ საინტერესო ფაქტს გთავაზობთ: საქართველოში უფრო მეტი მაყვალაა, ვიდრე თორნიკე. ასევე, ჟუჟუნა და ვენერა უფრო გავრცელებულია, ვიდრე არჩილი.

სახელებზე რომ ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა ჩავხედო კახეთს და ვნახო მიხო და მარო ლიდერობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ არ ლიდერობენ. კახეთში ყველაზე ბევრი გიორგი და თამარი ცხოვრობს, ხოლო მიხო (მიხეილი) და მარო (მარიამი) მე–10 და მე–5 ადგილებზე არიან.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. აღმოჩნდა, რომ 918 კაცს ქვია გიული და 148–ს კიდევ ია.

მაგრამ ეს კიდევ რა არის. პოსტის ბოლოს გთავაზობთ სხვა საინტერესო სახელებს:

მაუზერი (3), სერჟანტი (23), მარშალი (3), ნაჩალნიკი (5), გენია (70), უნარი (17), ვალუტა (37), მაგნიტი (6), პარნიკი (26)


რა კარგია, ლევანი რომ დამარქვეს მშობლებმა და არა, მაგალითად, პარნიკი.

წყარო: "გვარ–სახელები საქართველოში" (ავთანდილ სილაგაძე, ანზორ თოდაძე)

7 comments:

Dv0rsky May 20, 2010 at 4:22 AM  

რომელი წლის გამოცემაა?

დომენიკო May 20, 2010 at 4:26 AM  

1995 წლის აღწერას ეყრდნობა.
1997 წლის გამოცემაა

FISH May 20, 2010 at 11:22 AM  

უი თამარი? მე რატომღაც ნინო მეგონა ყველაზე გავრცელებლი.

სხვათაშორის გამიგია სახელის და მამის სახელის ზე კომბინაცია : ვა''ლ''უტა დო''ლ''აროვნა :))

Keti May 20, 2010 at 11:46 AM  

როგორ გამამხიარულა ამ სახელებმა :)))

Kate May 20, 2010 at 12:12 PM  

კარგი პოსტი იყო მომეწონა.

დომენიკო May 20, 2010 at 11:12 PM  

თევზო, ნინო მე–3, დავითი მე–4 :)

ქეთი, მეც ძალიან გავმხიარულდი :))

ქეით :)) მადლობა!

Katiée.Ge May 26, 2010 at 3:22 PM  

:D:D:D
ძალიან ბევრი ვიცინე :D

რაც შეეხება –იან–ებს
აქ მცირე შესწორებას შევიტანდი. სვანური დაბოლოება –ანი და –აანია და არა იან–ი. –იან–ით მთავდება სომხური გვარები, სვანურად კი –აან და –ან იგივეა რაც ქართულად იმისიანი, ამისიანი, ჩვენიანი და ა.შ. უბრალოდ ეს –ი– შუაში ხტება ხოლმე ქართული სიტყვების და სახელების –ი–თი ხშირი დაბოლოებიდან გამომდინარე.

მე მგონი ძაან არეულად კი დავწერე, მაგრამ იმედია მიხვდებით :D

ჰო კიდევ, მაუზერი არა და მაიზერს ვიცნობ რამდენიმეს, მაიზერ გელოვანიც არის მთავარი გმირი დესპინე გელოვანის "შორეულ ლანდებში".

და გილოცავთ, რომ გადარჩით და მშვენიერი სახელი გქვიათ და არა პარნიკი :D

Labels