აბსურდული პოეზია ანუ დაღლილი ფინანსისტის ერთი ჩვეულებრივი ამბავი

* * *

–––––––––––––––––––––––––––––––

პარასკევი საღამოა მშვიდი,

სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,

დავიღალე, მომაწოდე სკამი,

შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი.


ვაი, როგორ მომენატრა ვიქენდი,

ირითმება ახლა კარგად ბიკენტი,

მაგრამ მინდა რითმად რიცხვი მთელი,

six, seven–ი, eight, nine, ten–ი.


მომენატრა ხოშიანი ძილი,

გაიტანეთ პროცენტი და ძირი!

მინდა მქონდეს ჩემი дача – House–ი,

აღარ მინდა ლაგრანჟი და გაუსი!


დამანახეთ თუნდ შორიდან ზღვა,

ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა,

ვეღარ ვფიქრობ რა ვისურვო სხვა მეტი,

14, 15, 16, 17, 18.


პარასკევი საღამოა მშვიდი,

სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი,

ფინანსისტი კვდება, ძვრება თათი,

0, 10, 20, 30.

–––––––––––––––––––––––––––––––––

11 comments:

wanderer February 26, 2010 at 6:06 AM  

არ გეტყობა შენ დაღლილი რო ხარ, მაინც ციფრები და რიცხვები განსაზღვრავენ შენი პოეზიის მიმართულებას :))

ნიჭიეროო (ინლოვე) :))))))

მე

დომენიკო February 26, 2010 at 6:08 AM  

მეც (ინლოვე) ძალიან,
ნაღდი ნატვრის თვალი ხარ,
საყვარელო ჩემო ვანდერერო

:ბლინკ:

© February 26, 2010 at 12:40 PM  

დოოოოონ :)

საღოლ, საღოლ! :)

ვგიჟდები ასეთ აბსურდებზე (ჩემი ახალგაზრდობა გამახსენე :))))))))) )! :)

დომენიკო February 27, 2010 at 5:23 AM  

გაიხარე შენ ც! :)

Kate February 28, 2010 at 8:58 PM  

ჰაჰაჰააააააააააა, მაგარი იყო.
მაგრად ვიცინე :D

დომენიკო March 1, 2010 at 3:01 AM  

uh, ra xasiatze viyavi paraskevs :)))

Kate March 1, 2010 at 3:02 AM  

:)))))))))))))

Keti March 1, 2010 at 12:58 PM  

:))))

Kiwi March 9, 2010 at 9:18 AM  

ორიგინალურია რას ერჩი :)) თავისი ხიბლი აქვს ხანდახან დაღლასაც :>

დომენიკო March 9, 2010 at 9:27 PM  

ხო, საშინლად მომხიბლავი ვარ ხოლმე დაღლილი :))) ხანდახან.. =))

მადლობ, რომ მოგეწონა :)

Kiwi April 15, 2010 at 1:51 AM  

ჰაჰ, მცოდნია ეს ლექსი, არაფრის :>

Labels