საინტერესო ისტორიები და ფაქტები: დამატებითი სამუხრუჭე ნათურა

ამასწინათ, მორიგ საცობში მოხვედრისას (გმირთა მოედანზე, ცხადია), ჩემი ყურადღება მიიქცია ავტომობილების ერთმა უმნიშვნელო დეტალმა. საუბარი მაქვს დამატებით სამუხრუჭე ნათურაზე (Centre High Mount Stop Lamp – CHMSL), რომელიც სტანდარტულ გვერდით სამუხრუჭე ნათურებზე უფრო მაღლაა ხოლმე დამაგრებული. რადგან საცობში ვიყავი გაჭედილი, არც რუბიკის კუბიკი მქონდა თან და არც მახათი, თავი რომ გამერთო, დავიწყე ფიქრი მისი შექმნის ისტორიაზე და გადავწყვიტე ჩავძიებოდი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის წარმოშობის ისტორიას.ძიების პროცესში წავაწყდი რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ადასტურებს ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალის დიიიდ მნიშვნელობას.

პირველად დამატებითი სამუხრუჭე ნათურა გამოჩნდა ამერიკაში 1968–1971 წლის Ford Thunderbird–ის მოდელებზე. თუმცა დიდი პოპულარობით თავიდან ვერ ისარგებლა. ევროპაში 1980 წლამდე არც ერთი მოდელი არ იყო "აღჭურვილი" CHMSL–ით. მოგვიანებით (ჩრ. ამერიკაში 1986 წლიდან, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში 1990 წლიდან და ევროპაში 1998 წლიდან) ავტომობილების მწარმოებლებს ახალი რეგულაციის მიხედვით მოეთხოვათ CHMSL–ის დამონტაჟება ყველა მოდელზე.


შედეგი და ეფექტი მართლაც გასაოცარი აღმოჩნდა. თუკი ერთ კვლევას დავუჯერებთ (სხვა ამ თემაზე ვერ ვნახე), უკნიდან შეჯახებით გამოწვეული ავარიების რაოდენობა ტაქსებსა და სხვა კომერციული დანიშნულების მანქანებში CHMSL–ის შემოღების პირველ წლებში 50%–ით შემცირდა. მომდევნო წლებში ეს მეჩვენებელი (არ ვიცი რატომ, ალბათ შეეჩვივნენ მძღოლები CHMSL–ს) 5%–მდე შემცირდა.


აგრეთვე:


გრძელვადიან პერსპექტივაში ელიან, რომ დამატებითი სამუხრუჭე ნათურები აშშ–ში ყოველწლიურად მძღოლებს თავიდან ააცილებს 92,000-137,000 პოლიციაში რეგისტრირებულ ავარიას, მოახდენს 58,000-70,000 არა–სასიკვდილო დაზიანებისა და $655,000,000 ოდენობის ქონების განადგურების პრევენციას.





5 comments:

Keti March 1, 2010 at 12:57 PM  

საინტერესო ისტორიაა, მეც შემიმჩნევია ეს ნათურები, მაგრამ როგორ შეიქმნა, არ ვიცოდი...

Kate March 1, 2010 at 6:13 PM  

და ახლა არ თქვა, კიდევ დამატებენ ნათურებსო d :d :d

დომენიკო March 1, 2010 at 9:50 PM  

Keti - არც მე ვიცოდი და პატარა ინტერნეტ–ძიება დამჭირდა :)


Kate - ამაზე ამბობ? :)))

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/5/59/Reisebus.Heck.jpg

shtefseli March 1, 2010 at 10:46 PM  

არ მეგონა ასეთი ჩემთვის უინტერესო თემაზე საინტერესოდ დაწერდი. Good job!

დომენიკო March 1, 2010 at 10:52 PM  

გოზალ ვერ მაფასებ ჯეროვნად რაააა :))))
გაიხარე შენა

Labels