დიდი რაგბი

ჩვენთვის, ქართველებისთვის, რაგბს ასეთი განმარტება უნდა ჰქონდეს:

რაგბი – ნათელი წერტილი ქართულ სპორტულ რეალობაში

ეს ერთადერთი სპორტული სანახაობაა, რომელსაც ქართველების მონაწილეობით დიდი სიამოვნებით ვუყურებ და ბოლოს თავაწეული და გულანთებული ვტოვებ ტრიბუნას ან ვშორდები ტელეეკრანს. საერთოდაც, რაგბი ერთადერთია არატრადიციულ ქართულ სპორტებს შორის, რომელსაც ყველაზე კარგად ავუღეთ ალღო. ალბათ იმიტომ, რომ (მგონი) ჩვენთან ძველადაც თამაშობდნენ ლელო–ბურთს, თან ეს ვაჟკაცური, აგრესიული სპორტი რაღაც ახლოსაა ჩვენს ხასიათთან.


ქართველი ბორჯღალოსნების [მოკლე] ისტორია

შეიქმნა 1989 წლის შემოდგომაზე და
ნათლობის მატჩში, ქუთაისში 16:3 სძლია ზიმბაბვეს
მობურთალთა ნაკრებებიდან პირველი გავიდა მსოფლიო თასზე და
თანაც ორჯერ (2003, 2007)
სამჯერ (2001, 2005, 2009) იჩაუქა შვიდკაცის მსოფლიო თასზე
სამჯერვე მოიგო ევროპის ერთა თასი (2001 2008 2009) და
ხუთჯერ არა-ოფიციალური "უმცროსი ექვსი ერი" (2001 2005 2007 2008 2009)

მონაგარი 2010 წლის დადგომამდე
21 წელში 116 თამაში (41 შინ, 53 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
68 მოგება - 43 წაგება * 5 ფრე ^ 2636:2256 (+380) ლ 324-247 (+77)
სულ 198 ბორჯღალოსანი: 79 ბეკი, 112 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 154, ხოლო ფორვარდებმა 170 ლელო

ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის საიტიდან


მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე–17 ადგილზე ვართ და სულ ცოტათი გვისწრებს რუსეთი. მაგრამ აღმოფხვრადია ეგ! :) სულ მალე, 1 თვეში შევხვდებით და რეიტინგიც მაშინ შეიცვლება!

ბოლო 2 თამაშში ჯერ გერმანიასთან ვივარჯიშეთ შინ (77–3), მერე კი პორტუგალიასტან გვქონდა გასვლა. ეს დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მოვიგეთ (10–16)




ახლა უახლესი მიზნების შესახებ:

2011 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 თამაში გვაქვს დარჩენილი. 27 თებერვალს თბილისში ესპანეთს შევხვდებით. მაგრამ უფრო საინტერესო 20 მარტს ტრაბზონში გასამართი შეხვედრაა რუსეთთან. მატჩი ნეიტრალურზე რატომ ტარდება, ვიცით ყველამ. რუსეთში გასამართი შეხვედრაც, ასე ვთქვათ, ნეიტრალურზე გაიმართა – მარიუპოლში (უკრაინა), მაგრამ რამდენად ნეიტრალური იყო ეს სტადიონი და ქალაქი, აქედან გაიგებთ: მარიუპოლი (უკრაინა). მაგრამ იქაც მოვუგეთ (29–21). მოკლედ, ლომები არიან რაა ჩვენები :)


ახლა ტრაბზონშია შეხვედრა და ტურისტული კომპანიები უკვე ყიდიან სხვადასხვა ფასიან საგზურებს (info-tbilisi , adjaratour). მეც ვაპირებ ჩასვლას მეგობრებთან ერთად.

თავიდან ტრაბზონის ცენტრალურ სტადიონზე (ტევადობა 26,000) უნდა გამართულიყო ეს შეხვედრა, მაგრამ ამ დღეს ტრაბზონსპორი გალათასარაის მასპინძლობს და ამიტომ თამაში გაცილებით პატარა სტადიონზე ჩატარდება (ტევადობა 6,200). აქედან 5,500 ბილეთი ქართველებზე გაიყიდება. ფასები არც ისე დიდია და ვინც შევძლებთ წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს მოედნიდან!


2–ჯერ უკვე ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე და მჯერა, მესამედაც გავალთ.


წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს და მადლობა ვუთხრათ ჩვენდათავად ყველა იმ სიხარულისთვის, რაც უკვე გვაჩუქეს და რასაც კიდევ წინ გვიმზადებენ! :)

6 comments:

Dv0rsky February 17, 2010 at 3:49 AM  

გაიხარე შენ ამ კარგი პოსტისთვის

დომენიკო February 17, 2010 at 4:01 AM  

ჯიგარ!
ძალიან მიყვარს ეს ხალხი!

Unknown February 18, 2010 at 4:10 AM  

ძალიან კარგი პოსტია, თან მართლა არ ღირს ძვირი ეს ტურები, იმედია ბევრი შეგროვდება, მეც ძალიან მინდა. რაც შეეხება ბორჯღალოსნებს, დარწმუნებული ვარ 2011-ზე მოვხვდებით, თან ბიჭები ნამდვილად იმსახურებენ ამას. წარმატებებს ვუსურვებ

დომენიკო February 18, 2010 at 4:27 AM  

ვანო, გაიხარე! მეც შემართებით ვარ!

Kate February 18, 2010 at 5:38 AM  

"რაგბი – ნათელი წერტილი ქართულ სპორტულ რეალობაში"
+500

Keti February 19, 2010 at 12:53 PM  

რა კარგი პოსტი იყო, გადამდები დამოკიდებულებით. მართლა ერთადერთი ნათელი წერტილია მგონი, ქართულ სპორტში

Labels