წარმოგიდგენთ ყველაზე აბსურდული დიალოგების კოლაჟს, რომელიც მსმენია, შევსწრებივარ, ან რომლის მონაწილეც მე თავად ვყოფილვარ. რამდენიმე აბსურდი სულ ახალია, ცინცხალია და სანამ დამვიწყებია, ვწერ!
/მისალმება/
– ვაა გაუმარჯოს! როგორ ხარ?!
– გაუმარჯოს! შენ როგორ ხარ?
– რავი ვაარ რაა, შენ?
– მეც ვაარ რაა.. [არ ვინჩნევთ 2xმოკითხვას] რას შვები, რა ხდება შენკენ ახალი?
– ძველი ყველაფერი იცი? ჰაჰ ჰაჰ ჰაჰ
– [არ გვინდა, მაგრამ ვიცინით] ჰაჰ ჰაჰ ჰაჰ
– რავი მე ძველებურად რაა, შენკენ რა ხდება?
– მეც ეგრე რაა.
– სხვა? [აქ დროა დაასრულო, მაგრამ დიალოგი გრძელდება]
– რავი ისეთი არაფერი.
/ძირითადი ნაწილი/
– ხო მართლა, რა უნდა მეთქვა შენთვის. ანდრიაძეს იცნობდი?
– კი, ლექციებს მიკითხავდა მეორე კურსზე.
– ხო, მოკვდა ეგ
– ??? [???]
– გულით რა. 1 თვეა
– ვა, ძაან მეწყინა, ახალგაზრდა კაცი, ფაქტიურად.
– ხო, საწყალი მაგისები. უი შენ შვილი შეგეძინა, ხო?
– კი, 2 თვის ხდება უკვე. კესო დავარქვით
– კესოო? კაი რაა, რამ დაგარქმევინათ?!
– ??? [???]
/დამშვიდობება/
– კაი წავედი ეხლა მე
– ა წახვედი უკვე? ხო მეც გავდივარ
– კაი, მოიკითხე ნინო!
– ნინო?
– ხო, შენ დას ნინო არ ქვია?
– მე ძმა მყავს მარტო
– ა უი ხო
– კაი აბა მაგრად.
მომიტევეთ, თუ გადაბმები ვერ დავსვი, სხვადასხვა დიალოგებიდანაა ამოკრეფილი, მაინც უცებ დაწერილი პოსტია რა :)
პ.ს. გვარ–სახელები პირობითია
8 comments:
აუ აი ზუსტად ეგრეა ხოლმე და როგორ ვერ ვიტან....
:((((((((((((
პირველის მსგავსი მეც მქონია :))
ვის არ ქონია :)))
უჟასია
ჰაააა :))) მაგარი დამთხვევაა, გუშინწინ მაღაზიაში შევესწარი ისეთ სატელეფონო დიალოგს, თმები ყალყზე დამიდგა გაოცებისგან და დაწერას ვაპირებდი :) მერე გადამავიწყდა და აი, შენი წყალობით გამახსენდა :) დავწერ ახლავე :))
მიდი აბა, ველი! :)
davde :))
გიპასუხე უკვე :)) ოპერატიული ვარ :ბოლი:
xo, cavikitxe, operatiulo :))
Post a Comment