Virtual Death

რამ გამახსენა, რამ ამაკვიატებინა - აზრზე არ ვარ, მაგრამ უცებ დავფიქრდი, როცა მოვკვდებით (100 წლის შემდეგ) ჩვენი ვირტუალური სიცოცხლეც ხო მაშინ დამთავრდება? რა თქმა უნდა, რა შედარებაა, ახლოსაც ვერ მოვა ოჯახის და ნათესავების მწუხარებასთან, მაგრამ ვირტუალურ მეგობრებსაც ხომ დავაკლდებით და შეიძლება სერთოდ წლების მერე გაიგონ რომ აღარ ვართ. მოადგებიან FB-ს კარებს, ბლოგს, ფლიკრს და სხვა ნავთსაყუდლებს ჩვენსას და დახვდებათ გაწყვეტილი აზრი, უპასუხო კითხვები... ვაიჰ! ალბათ ანდერძთან ერთად დავტოვებ ჩემს უსერნეიმებს და პასვორდებს :| ხო მიმიხედავთ?!

2 comments:

Kate February 1, 2010 at 10:33 AM  

აუ მეც ვფიქრობ ხოლმე მაგაზე...

მერე ვფიქრობ ხოლმე ჩემს ბლოგზე ვინ შევა...
რას წაიკითხავს, რა კომენტარს დამიტოვებს...

ვაიმე!

Keti February 2, 2010 at 8:13 AM  

არა, რაღაც არსებობს!!! ზუსტად ამაზე დავწერე გუშინ, ოღონდ სხვა ბლოგი ვნახე და კიდევ ერთხელ ჩამაფიქრა...

Labels