ნელსონ მანდელა


დაიბადა 1918 წლის 18 ივლისს (91 წლის)
დაიბადა სამხრეთ აფრიკაში
დაბადების სახელია როლილალა მანდელა (Rolihlahla Mandela)
პრეზიდენტობის წლები: 1994–1999

ნელსონ მანდელა არის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი. გაპრეზიდენტებამდე ის იყო ანტიაპარტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ეროვნული კონგრესის შეიარაღებული ფრთის ლიდერი. აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლის დროს საბოტაჟისა და სხვა კანონდარღვევების გამო მან 27 წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ 1990 წლიდან მანდელამ აირჩია კონსტრუქციული პოლიტიკის გზა და იბრძოდა რასებს შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად.

სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს 250–ზე მეტი ჯილდო, მათ შორის ნობელის პრიზი მშვიდობის დარგში 1993 წელს. 2009 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 18 ივლისი გამოაცხადა "მანდელას დღედ" მსოფლიოში მშვიდობაში მის მიერ შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.

ნელსონ მანდელას ცნობილი სიტყვები:

"After climbing a great hill, one only finds that there are many more hills to climb"

"For to be free is not merely to cast off one's chains, but to live in a way that respects and enhances the freedom of others"

"I detest racialism, because I regard it as a barbaric thing, whether it comes from a black man or a white man"

"I learned that courage was not the absence of fear, but the triumph over it. The brave man is not he who does not feel afraid, but he who conquers that fear"

"It always seems impossible until its done" ამ სიტყვებს ჩემი ბლოგის Header–ზეც შეამჩნევდით

"There is no such thing as part freedom"

აქვე გირჩევთ, უყუროთ ერთ კარგ ფილმს მანდელას პრეზიდენტობის საწყის წლებზე. ფილმს ქვია Invictus

რეჟისორი: კლინტ ისთვუდი

მონაწილეები: მორგან ფრიმანი, მეთ დეიმონი და ა.შ.
გადაღებულია 2009 წელს

5 comments:

Keti January 27, 2010 at 8:55 AM  

ეს ფილმი არ მინახავს..
საინტერესო გზა აქვს ამ ადამიანს, კიდევ ძალიან მელოდიური სახელი და გვარი :)ამას ალბათ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც :)

დომენიკო January 27, 2010 at 11:13 AM  

აქამდე არ დავკვირვებივარ :)) მმართლა მელოდიურია :))

Anonymous June 7, 2011 at 9:07 AM  

კაია! ^_^

დომენიკო June 7, 2011 at 10:37 PM  

tebz, ram gagaxsena aqauroba, eshmaksac ki rom daviwyebia ^_^

@ Keti
keti, ar vici kidev tu shemoivli aq :D magram melodiur saxelze axla gamaxsenda Evita Peron.

Anonymous June 8, 2011 at 11:28 AM  

ევიტა პერონიი ^_^
ხო შემოვიარე, სული შევუბერე მტვერს :D

Labels