Video #1
საქართველოს ისტორია – სტატისტიკა
დღეს 25 თებერვალია, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღე (1921). ბევრს დაწერენ და იტყვიან ამ თემაზე, განსაკუთრებულს მე ვერაფერს შემოგთავაზებთ.
მაგრამ დღევანდელი პოსტი მაინც ისტორიულ თემატიკას ეხება.
წარმოგიდგენთ საქართველოს ისტორიას – რიცხვებში:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საქართველოს და მის ნაწილებს სხვადასხვა დროს მართავდა 400 ზე მეტი მეფე თუ მთავარი.
საქართველოში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა 30 მდე სხვადასხვა დინასტია.
ყველაზე უფრო ხანგრძლივად ზეობდა ბაგრატიონთა დინასტია - 1024 წელი (786-1810წწ.).
საერთოდ ბაგრატიონთა დინასტია ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხანგრძლივია მსოფლიო ისტორიაში, იგი ჩამორჩება მხოლოდ იაპონიის იმპერატორთა დინასტიას რომელიც ზეობის უკვე 2050-ე წელს მოთვლის (ძვ.წ.40 წლიდან).
ბაგრატიონთა დინასტიას კიდევ ერთი მიღწევაა ის, რომ მისი განშტოებები ზეობდნენ სხვადასხვა დროს 7 სხვადასხვა სამეფოსა თუ სამთავროში.
საკმაოდ ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე ჯაყელები - 527 წელი (1268-1795წწ.); ძველი დადიანები - 506 წელი (1185-1691წწ.) და გურიელები 364 წელი (1462-1826წწ.).
ყველაზე ხანმოკლე ზეობა ჰქონდა თბილისის საამიროს ერთ-ერთ, შაბანიანთა დინასტიას - 29 წელი (853-882წწ.).
მეფე-მთავართა შორის ყველაზე დიდ ხანს ზეობდა იბერიის მეფე ფარნავაზი - 65 წელი (ძვ.წ.329-264წწ.).
ხანგრძლივად ზეობდნენ აგრეთვე:
კახეთის მეფე ლევანი - 56 წელი (1518-1574წწ.).
იმერეთის მეფე ბაგრატ III - 55 წელი (1510-1565წწ.).
სამეგრელოს მთავარი ლიპარიტ Iდადიანი - 55 წელი (1414-1469წწ.).
ქართ-კახეთის მეფე ერეკლე II - 54 წელი (1744-1798წწ.).
სამცხის მთავარი ივანე ჯაყელი - 53 წელი (1391-1444წწ.).
ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავით I ანჰოლცი - 52 წელი (996-1048წწ.).
ტაო კლარჯეთის მეფე ბაგრატ I კურაპალატი - 50 წელი (826-876წწ.).
იბერიის მეფე მირიანი - დაახლ. 50 წელი (285-335წწ.).
ყველაზე ბევრჯერ მეფედ იყო არჩილი - 6 ჯერ (ხუთჯერ იმერეთში: 1661-1663, 1678-1679, 1690-1691, 1695-1696,1697-1698წწ. და ერთხელ კახეთში 1664-1675წწ.).
ყველაზე ასაკოვანი ტახტზე ასვლისას იყო როსტომ მეფე (1633-1658წწ.) - 68 წლის.
ყველაზე ახალგაზრდა ტახტზე ასვლისას იყო ბაგრატ IV (1027-1072წწ.) - 9 წლის.
ყველაზე მეტი ცოლი ჰყავდა დავით VII ულუს (1247-1270წწ.) - 4.
ყველაზე მეტი შვილი ჰყავდა ერეკლე II-ს (1744-1798წწ.) - 21 (!!!)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აქვე – საქართველოს რამდენიმე ძველი რუკა:
1. საქართველო ფარნავაზ მეფის დროს
2. საქართველო დავით აღმაშენებლის დროს
3. საქართველო 1150–1220 წლებში

4. საქართველო 2010
მასალები საიტიდან http://www.istoria.ge/index.htm
Labels: ისტორია , რიცხვები , საქართველო
დღის ვებ–გვერდი
რა ღირს შენი საიტი?
საინტერესოდ და დამაინტრიგებლად ჟღერს, არა? თუ გინდათ გაიგოთ, რა ღირს დღეს შენი საიტი, ბლოგი მაგალითად, შედი აქ: Your WebSite Value. ამ საინტერესო ვებ–გვერდს ბლოგროლის ერთ–ერთ დისკუსიაში წავაწყდი. მგონი იმსახურებს დღის ვებ–გვერდის წოდებას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბლოგნოტის გაყიდვას ან გასხვისებას არ ვაპირებ, წმინდად ინტერესის გულისთვის გადავწყვიტე შემეფასებინა და აღმოჩნდა, რომ $10 ღირს ჩემი საიტი.
მინდოდა ჩემი ფლიკრის შეფასებაც, რომელიც ჩემს ბლოგზე გაცილებით პოპულარული და მოვლილია, მაგრამ არ გამოვიდა, მხოლოდ www.flickr.com საიტის ფასს წერს.
სცადეთ თქვენც :)
Labels: web , გასართობი , საინტერესოა
გაზეთის ქუდი მახურავს

რა ყოფილა ეს ტემპლეტების არჩევა ბლოგისთვის! სახლის რემონტს გავს ყველანაირად, კარკასიდან დაწყებული, ევრორემონტით დამთავრებული: ჯერ სწორად უნდა გადატიხრო – ერთი სვეტიო, 2 სვეტიო, სამიო, უფრო მეტიცო – ჩემსას 2 უხდება. თან პროპორციებიც კარგად უნდა იყოს განაწილებული, ისევე როგორც სახლში "სტუმრების ოთახი" ყველაზე დიდი, "ლოჯი" პატარა. ჩემი ბლოგი მგონი ერთოთახიანი პროექტია :)) რომ შემოდიხარ მცირე მისაღებია და მარცხნივ შედარებით დიდი სტუმრების ოთახი.
მაგრამ სტრუქტურის არჩევით ხომ არ მთავრდება საქმე. ამ საიტებზე ქექვა–ძიება "ელიავას ბაზრობაზე" პაპანაქება სიცხეში წოწიალის ტოლფასია. ფერი, თემატიკა და ორნამენტები ყველას მოსაწონი და შენი შესაფერისი უნდა იყოს. თან სტუმრებმა კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი.
შემდეგ კომუნიკაციები და ავეჯი. ტეგები, პროფილი, ბმულები, ალბომი, არქივი. ყველაფერი მისაგნებად უნდა იყოს.
მოკლედ ხათაბალა საქმეა. მაგრამ კარკასში ხომ არ ვიქნები აბა?
აი ეს ავარჩიე, რასაც ახლა ხედავთ. მართალია ზოგიერთგან იაღლიშები აქვს (ტეგები და რაღაცეები არჩანს), მაგრამ ერთი კაი ხელოსანი მყავს, HTML–ის ხელოსანი, ხოდა ის მეხმარება.
ასე რომ, ცოტაც გაუძელით ამ მტვერს და აურზაურს. მალე მოეწყობა აქ "ახალმოსახლეობა" :)
ვეუფლები ფოტოხელოვნებას





Labels: donshakal , ფოტოგრაფია
დიდი რაგბი
ჩვენთვის, ქართველებისთვის, რაგბს ასეთი განმარტება უნდა ჰქონდეს:
რაგბი – ნათელი წერტილი ქართულ სპორტულ რეალობაში
ეს ერთადერთი სპორტული სანახაობაა, რომელსაც ქართველების მონაწილეობით დიდი სიამოვნებით ვუყურებ და ბოლოს თავაწეული და გულანთებული ვტოვებ ტრიბუნას ან ვშორდები ტელეეკრანს. საერთოდაც, რაგბი ერთადერთია არატრადიციულ ქართულ სპორტებს შორის, რომელსაც ყველაზე კარგად ავუღეთ ალღო. ალბათ იმიტომ, რომ (მგონი) ჩვენთან ძველადაც თამაშობდნენ ლელო–ბურთს, თან ეს ვაჟკაცური, აგრესიული სპორტი რაღაც ახლოსაა ჩვენს ხასიათთან.ქართველი ბორჯღალოსნების [მოკლე] ისტორია
შეიქმნა 1989 წლის შემოდგომაზე და
ნათლობის მატჩში, ქუთაისში 16:3 სძლია ზიმბაბვეს
მობურთალთა ნაკრებებიდან პირველი გავიდა მსოფლიო თასზე და
თანაც ორჯერ (2003, 2007)
სამჯერ (2001, 2005, 2009) იჩაუქა შვიდკაცის მსოფლიო თასზე
სამჯერვე მოიგო ევროპის ერთა თასი (2001 2008 2009) და
ხუთჯერ არა-ოფიციალური "უმცროსი ექვსი ერი" (2001 2005 2007 2008 2009)
მონაგარი 2010 წლის დადგომამდე
21 წელში 116 თამაში (41 შინ, 53 გარეთ, 22 ნეიტრალურზე)
68 მოგება - 43 წაგება * 5 ფრე ^ 2636:2256 (+380) ლ 324-247 (+77)
სულ 198 ბორჯღალოსანი: 79 ბეკი, 112 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 154, ხოლო ფორვარდებმა 170 ლელო
ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირის საიტიდან
მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე–17 ადგილზე ვართ და სულ ცოტათი გვისწრებს რუსეთი. მაგრამ აღმოფხვრადია ეგ! :) სულ მალე, 1 თვეში შევხვდებით და რეიტინგიც მაშინ შეიცვლება!
ბოლო 2 თამაშში ჯერ გერმანიასთან ვივარჯიშეთ შინ (77–3), მერე კი პორტუგალიასტან გვქონდა გასვლა. ეს დაძაბული თამაში იყო, მაგრამ მოვიგეთ (10–16)
ახლა უახლესი მიზნების შესახებ:
2011 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 თამაში გვაქვს დარჩენილი. 27 თებერვალს თბილისში ესპანეთს შევხვდებით. მაგრამ უფრო საინტერესო 20 მარტს ტრაბზონში გასამართი შეხვედრაა რუსეთთან. მატჩი ნეიტრალურზე რატომ ტარდება, ვიცით ყველამ. რუსეთში გასამართი შეხვედრაც, ასე ვთქვათ, ნეიტრალურზე გაიმართა – მარიუპოლში (უკრაინა), მაგრამ რამდენად ნეიტრალური იყო ეს სტადიონი და ქალაქი, აქედან გაიგებთ: მარიუპოლი (უკრაინა). მაგრამ იქაც მოვუგეთ (29–21). მოკლედ, ლომები არიან რაა ჩვენები :)
ახლა ტრაბზონშია შეხვედრა და ტურისტული კომპანიები უკვე ყიდიან სხვადასხვა ფასიან საგზურებს (info-tbilisi , adjaratour). მეც ვაპირებ ჩასვლას მეგობრებთან ერთად.
თავიდან ტრაბზონის ცენტრალურ სტადიონზე (ტევადობა 26,000) უნდა გამართულიყო ეს შეხვედრა, მაგრამ ამ დღეს ტრაბზონსპორი გალათასარაის მასპინძლობს და ამიტომ თამაში გაცილებით პატარა სტადიონზე ჩატარდება (ტევადობა 6,200). აქედან 5,500 ბილეთი ქართველებზე გაიყიდება. ფასები არც ისე დიდია და ვინც შევძლებთ წავიდეთ და ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს მოედნიდან!
2–ჯერ უკვე ვიყავით მსოფლიო ჩემპიონატზე და მჯერა, მესამედაც გავალთ.
წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს და მადლობა ვუთხრათ ჩვენდათავად ყველა იმ სიხარულისთვის, რაც უკვე გვაჩუქეს და რასაც კიდევ წინ გვიმზადებენ! :)Labels: ნაკრები , რაგბი , საქართველო , სპორტი
არც კი ვიცი რა დავარქვა
მაგრამ წლების შემდეგ, აი ასეთი ვიქნები:
ძალიან ვიხალისე, თქვენც სცადეთ.
სურათები შექმნილია საიტზე gizmoz
დღის ვებ–გვერდი: საჩუქრები
ყოველთვის მიჭირს საჩუქრების არჩევა. უმეტესად იმ შემთხვევებში, როცა კონკრეტულს არაფერს ვეძებ. ჰოდა ჩემთვის ძალიან საჭირო საიტს მივაგენი. გიზიარებთ:

საიტზე სხვადასხვა სიტუაციის შესაფერის საჩუქრების კატეგორიებთან ერთად ნახავთ ტესტებს, რომელიც დაგეხმარებათ პიროვნების ხასიათის მიხედვით მისი შესაფერისი საჩუქრის არჩევაში. ცოტა დებილურად ჟღერდეს ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ჩემნაირებისთვის საჭირო საიტია :))
Labels: web






