არ მითხრათ, რომ არ გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორი იქნებით წლების შემდეგ. ან როგორი იქნებოდით ზანგად რომ დაბადებულიყავით, ან აზიაში, აფრიკაში ან სულაც საპირისპირო სქესის რომ ყოფილიყავით :)) (ნუ ამ უკანასკნელზე რომ არ გეფიქრათ, დასაშვებია).
მეც მიფიქრია, კი, და აი დღეს შემთხვევით წავაწყდი ერთ საიტს, რომელმაც ეს ინტერესი მეტ–ნაკლებად მომიკლა.
ამ ვებ–გვერდს თუ ვენდობით, მე აი ასე გამოვიყურები ახლა:
მაგრამ წლების შემდეგ, აი ასეთი ვიქნები:
აზიაში რომ დავბადებულიყავი, აი ასეთი თვალები მექნებოდა თურმე:ძალიან ვიხალისე, თქვენც სცადეთ.
სურათები შექმნილია საიტზე gizmoz
10 comments:
არ მინდა ვიცოდე ეგ.
აი არა და მორჩა.
ასე კატეგორიულად? :D
კაი, მაშინ არ ნახო ;;)
საერთოდ არ გგავს არცერთი, ლევანჩიკ:))))
მითუმეტეს მიმდინარე ვარიანტი, რა ვქნა:)) ხო არ დამავიწყდი, როგორ გამოიყურები?:))
აი ასე გამოვიყურები სინამდვილეში: http://www.flickr.com/photos/donshakal/2607633152/
მეშინია...
კიარადა მერე ტირილი ამიტყდება და კიდევ ერთხელ გამახსენდება, რომ ოდესმე დავბერდები და მოვკვდები. :((((
Kate - კარგი რაა :) სიბერესაც თავისი ხიბლი აქვს, დარწმუნებული ვარ!
და სიკვდილზე ფიქრი და დარდი არ ღირს საერთოდ, მაინც "ვერ დაიჭირავს სიკუდილსა"–ვოოოო :) :*
ხოდა არ მინდა მაგაზე საერთოდ ფიქრი. :(((((((
მე წერაც არ მინდა მაგაზე. ასე რომ საჩუქრების თემას მივეძალოთ :))
კი ბატონო.
სახალისო კი იყო, მაგრამ ძალიან იტყუებიან :)
Post a Comment