რა ყოფილა ეს ტემპლეტების არჩევა ბლოგისთვის! სახლის რემონტს გავს ყველანაირად, კარკასიდან დაწყებული, ევრორემონტით დამთავრებული: ჯერ სწორად უნდა გადატიხრო – ერთი სვეტიო, 2 სვეტიო, სამიო, უფრო მეტიცო – ჩემსას 2 უხდება. თან პროპორციებიც კარგად უნდა იყოს განაწილებული, ისევე როგორც სახლში "სტუმრების ოთახი" ყველაზე დიდი, "ლოჯი" პატარა. ჩემი ბლოგი მგონი ერთოთახიანი პროექტია :)) რომ შემოდიხარ მცირე მისაღებია და მარცხნივ შედარებით დიდი სტუმრების ოთახი.
მაგრამ სტრუქტურის არჩევით ხომ არ მთავრდება საქმე. ამ საიტებზე ქექვა–ძიება "ელიავას ბაზრობაზე" პაპანაქება სიცხეში წოწიალის ტოლფასია. ფერი, თემატიკა და ორნამენტები ყველას მოსაწონი და შენი შესაფერისი უნდა იყოს. თან სტუმრებმა კომფორტულად უნდა იგრძნონ თავი.
შემდეგ კომუნიკაციები და ავეჯი. ტეგები, პროფილი, ბმულები, ალბომი, არქივი. ყველაფერი მისაგნებად უნდა იყოს.
მოკლედ ხათაბალა საქმეა. მაგრამ კარკასში ხომ არ ვიქნები აბა?
აი ეს ავარჩიე, რასაც ახლა ხედავთ. მართალია ზოგიერთგან იაღლიშები აქვს (ტეგები და რაღაცეები არჩანს), მაგრამ ერთი კაი ხელოსანი მყავს, HTML–ის ხელოსანი, ხოდა ის მეხმარება.
ასე რომ, ცოტაც გაუძელით ამ მტვერს და აურზაურს. მალე მოეწყობა აქ "ახალმოსახლეობა" :)
8 comments:
ვაიი ამ არეულობაში ძლივს ვიპოვე კომენტის დატოვება სად უნდა.. აშკარად მისახედია, მიდი ასეთი პოსტის მერე და არ მიეხმარო..
რაც მთავარია წერა აშკარად კარგად გამოგდის და სხვა ყველაფერს მარტივად მოევლება
ვიცოდი შენი იმედი უნდა მქონოდა! :ბუშტი:
ეშველება რამე, ექიმო?
უჰ, როგორი ფაცი–ფუცია! :)
მშვენიერია, რაც უკვე ჩანს და წვრილმანებს მოევლება :)
გავდივარ უკვე ფინალში მგონი :)
წვრილმანებიც გვარდება ნელნელა :)
კარგია! შემოვიხედე ახლა.. სვეტების ეს განლაგება მომწონს :)
gaixare keti :)
მოკლედ აქაც იმ აზრამდე მივდივართ რომ ბლოგი ჩვენი სახლია :)
აშკარად :)
Post a Comment