ვიღაც წერს, ვიღაც მღერის, ან უკრავს, ვიღაც ხატავს, ძერწავს, ქსოვს. ვიღაც აქანდაკებს, აშენებს, ან ანგრევს, ყველანი რაღაცას ვქმნით. მე სურათებს ვიღებ. არა, ფოტოგარფი არ ვარ, მითუმეტეს - ფოტოხელოვანი. მე უბრალოდ სურათებს ვიღებ.
ბავშვობიდან მიტაცებდა ეს საქმე. ჯერ კიდევ ე.წ. 25 ლარიანი აპარატით მაქვს ბევრი ფირი "გაფუჭებული". განსაკუთრებით - თუ სადმე მივდიოდით მთელი ოჯახი. დავიჭერდი აპარატს და ყველა ხედს ვიღებდი. ბოლოს გვარიანი საყვედურიც მხვდებოდა, რადგან ფირები ისე მთავრდებოდა, ჩემი ოჯახი და მე მხოლოდ რამდენიმე სურათში ვიყავით. ეს რამდენიმე სურათიც სულ მათი ძალისხმევით, თორემ მე არც მომაფიქრდებოდა.
შემდეგ იყო ჩემი პირველი ციფრული აპარატი. ნიკონი. არ მიყიდია, მაჩუქეს. ამან უფრო გააღვივა ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ და უფრო სერიოზულადაც გადავწყვიტე მიდგომა. ნუ, ვთვლიდი, რომ ეს უკვე სერიოზული იყო, ბოლობოლო ნიკონით ვიღებდი :)
აი, ეს არის ჩემი პირველი ციფრული აპარატი:
და ამ აპარატით გადაღებული რამდენიმე სურათი:
ამ აპარატთან ბევრი კარგი მოგონება და კარგი კადრი მაკავშირებს. ძალიან დამწყდა გული, როცა შავი ზღვის წყალი იგემა და დაიწვა. არა, მე არ მომსვლია ეს - ჩემს ტექნიკას ისე ვუფრთხილდები, როგორც სხვა ღირსებებს :)) . ქალს არ უნდა ანდო ტექნიკა - ჩემმა დამ გადაწყვიტა, რომ ტალღები არ იქნებოდა იმ დღეს და ნაპირზე დადო აპარატი. ეს იყო ჩემი ნიკონისთვის საბედისწერო დღე. და ტალღებიც იყო - რასაკვირველია!
გული დამწყდა, მაგრამ დიდხანს არ ვყოფილვარ უაპარატოდ. ჩემი მონდომებით, მეგობრის რჩევით და მშობლების ფულით ვიყიდე Panasonic Lumix DMC FZ50, ანუ ბენჟამენი - ასე დავარქვი. სახელის დარქმევის იდეაც მეგობრისგან მოდიოდა - მის აპარატს ვინსენტი ქვია :)
ჩემი ბენჟამენი უფრო წააგავდა "პროფესიონალურ" აპარატს. რაღა დაგიმალოთ და ამ მსგავსებამ პროფესიონალურთან მომცა დიდი სტიმული გამეღრმავებინა ჩემი ცოდნა ფოტოგრაფიაში. სტილი არ დიდად არ შემიცვლია. ვიღებდი ისევ ყველაფერს, რაც ლამაზი ჩანდა. მაგრამ ახალი აპარატით უფრო მეტი შესაძლებლობებიც მომეცა. თავიდანვე ბენჟის User Guide ჩემი სამაგიდო წიგნი და საუკეთესო მეგობარი გახდა. ახლაც საპატიო ადგილი აქვს ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში და ყველა წიგნ-ბლოკნოტის თავზე დევს! ვერ მოვთვლი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული. არ მინდოდა რამე გამომრჩენოდა. ყოველ ჯერზე ახალს ვსწავლობდი. ამას მოჰყვა ინტერნეტ-სივრცის ათვსება. ჩემი ინტერნეტ-ბრაუზერის ფავორიტებში დიდი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ ბმულებს.
მაგრამ ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მივადექი ზღვარს, როცა ძნელია შენით უფრო მეტი ისწავლო. დახმარებისთვის ჩემს მეგობარს მივმართე - გაგა კაპანაძეს - ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანია, და უბრალოდ კარგი კაცი. სიამოვნებით დამთანხმდა რამდენიმე გაკვეთილზე. სწავლა გუშინ დავიწყე და პირველმა მასტერკლასმა მისთვისაც და ჩემთვისაც სასიამოვნო გაოცების გარემოში ჩაიარა. ის არ ელოდა, რომ მე უკვე ვიცოდი ბევრი რამ ფოტოგრაფიაში, მე კი უბრალოდ დიდ სიამოვნებას ვიღებდი იმით, რომ რაც პრაქტიკაში ჩემით აღმომიჩენია და შემინიშნავს (სულ ალბათ 20,000-მდე ფოტო მექნება უკვე გადაღებული და მგონი კარგი გამოცდილებაა), იმას უკვე პროფესიონალის ენით ვისმენდი და შესაბამის ახსნას ვუძებნიდი. რამდენიმე დავალებაც მაქვს. ახლა ფილმს ვიწერ - Coffee and Cigarettes. ეს ერთერთი დავალების ნაწილია, დავალება ჩემი სენსეი გაგას მოფიქრებულია და ამიტომ კონკრეტულ დეტალებს ახლა აქ არ მოვყვები. მოუთმენლად ველი შემდეგ მასტერკლასს და დავალებებს. თუმცა, ჯერ ეს დავალებებიც შესასრულებელი მაქვს. დიდ სიამოვნებას ვიღებ სურათების გადაღების დროს. მიყვარს ეს საქმე. ფოტოგრაფია, ეს ცალკე ენაა, ვიზუალური ენა, რომელიც საწყის დონეზე ვიცი ჯერ და მალე იმედია სრულადაც დავეუფლები.
მადლობა კაცს, რომელმაც მაჩუქა პირველი ნიკონი, მადლობა მშობლებს ბენჟამენისთვის, მადლობა გაგას დიდი დახმარებისთვის და მადლობა უფალს, რომ ამდენი სილამაზე გვაჩუქა, მე რომ გადამეღო!
17 comments:
Lamazi istoriaa.. :)
warmatebebs gisurveb..
ვა, ანი, არ ვიცოდი თუ გქონდა ბლოგი :)
მადლობა! :)
რა ლამაზად გიწერია ყველაფერი.. არვიცოდი ნიკონის ისტორია (მეწყინა)
ფილმით კიდე ნამდვილად ისიამოვნებ ასე რომ შორეულ მომავალში არ გადადო და პირველივე თავისუფალ მომენტში უყურე
გაიხარე :)
ფილმი ნანახი მაქვს ადრე, ოღონდ ზერელედ და ნაწყვეტ-ნაწყვეტ. დღეს ჩავუჯდები წესიერად :)
აბა შენ იცი, წარმატებები.
lomoba sheni mowodebaa... :)
good job :)
lomoba sheni mowodebaa... :)
good job :)
lomoba sheni mowodebaa... :)
good job :)
ძაან მომწონს, დომენიკო:)
sheni fotoebi flickridan maxsovs :)
Kate – დიდი მადლობა :)
Chelo - ჩემი შენ გითხარიო რა, ჭელო :)) სპასიბოოო :)
ketket – გაიხარე ქეთოორე
Nastasia - მეც მახსოვხარ ფლიკრიდან :) კონტაქტებში მყავხარ იქ :) მგონი აი ეს ხარ ხო? http://www.flickr.com/photos/nastasia818/
აქაც მოვედი როგორც იქნა :)
რა კარგად წერ, ლევან. ისე კარგად იკითხება... ჰოდა, შენი ფოტოები ძალიან მომწონს და ახლებსაც ველი!
წარმატებები აბა! :)
ქეთი, შენგან ასეთი შეფასება ძალიან მახარებს. დიდი მადლობა!
კიდე ამის ნახვა მინდოდა მე? :(
კიდე ამის ნახვა მინდოდა მე? :(
კიდე ამის ნახვა მინდოდა მე? :(
risi? ratom? :-s
Post a Comment