ესეიგი,
რაც დათბა, წვიმამ ცოტა ინამუსა და მზეც ადრე ამოდის, მეც ადრე ვიღვიძებ. ან შედეგის თქმა პირიქითაც შეიძლება – გვიანობამდე ვეღარ მძინავს.
შესაბამისად, სამსახურშიც დროულად მოვდივარ. ხოდა აღმოვაჩინე, რომ სამსახურში დაგვიანება საინტერესო ფილმის შუიდან ყურებას გავს. აბა წარმოიდგინეთ :) რამდენ რამეს ვტოვებდი თურმე.
4 comments:
ვაიმე, ბედნიერო.
რა მაგარია სამსახურში დაგვიანება რომ შეგიძლია.
ხოდა საინტერესო რამეების გამოტოვება არ ღირს, რა იცი რა ხდება.
რაც ადრე თენდება და დათბა კიდეც, მეც ადრიანად მეღვიძება :) დაგვიანება კიდევ.. ნეტა შემეძლოს, მაინც თავიდან ვნახავდი ფილმს – დილით არაფერი ისეთი არ ხდება ხოლმე :)
დილით მხოლოდ ის ხდება,რომ ჩაის ან ყავას ვსვამთ. :D
ჩემი ოთახი "წყაროსთან" არის და ამიტომ ღირს დილით ადრე მოსვლა :))
"წყარო"–ს ჩვენს საერთო ხელსაბანს ვეძახით, სადაც დილიდან იკრიბება ბანკის "ქალობა", ჭურჭელს რეცხავენ, ჭორაობენ, კისკისებენ და რევიც რევიც. აი ესეთი მაგარი "წყარო" გვაქვს
Post a Comment