რაც აკლია, კომენტარებში შევავსოთ. ზოგიერთი "თარგმანი" ჩემი მოფიქრებულია. ექვემდებარება განხილვას :D
ა
აბლიცოვკა – წინა პანელი
ატვიორტკა – სახრახნისი
ბ
ბაბინა – კოჭა
ბარაბანი – მუხხრუჭის დოლაბი
ბენდექსი – ელ–მაგნიტური ხვია (სოლენოიდი)
ბლიჟნი – ახლომაშუქი
ბრიზგავიკი –
ბარდაჩოკი – ხელთათმანების ყუთი
გ
გალოვკა –
გლუშიწელი (გრუჩიწელი) – მაყუჩი
დ
დალნი – შორსმაშუქი
დაჩიკი – მაჩვენებელი
დეტონაციის დაჩიკი – დეტონაციის სენსორი
ვ
ვალი – ლილვი
ვკლადიში –
ვოზდუხამერი –
ზ
ზაპასკა – სათადარიგო საბურავი
ზაპასკის ჩეხოლი – სათადარიგო საბურავის შალითა
კ
კალენვალი – მუხლა ლილვი
კალოდკა – ხუნდი
კარდანი – კარდანის ლილვი
კარობკა – სიჩქარის/გადაცემათა კოლოფი
კლაპანი – სარქველი
კლაპნის პრუჟინა – სარქველის ზამბარა
კლუჩი – გასაღები, ქანჩგასაღები
კოლიცოები – დგუშის რგოლები
კრესტავინა – ჯვარედინი
ლ
ლამბდა (კატალიზატორის დაჩიკი) – ჟანგბადის სენსორი
ლებიოდკა – ჯალამბარი
ლიუფტი – ფოლხვა
მ
მალიარი – მღებავი
მატარისტი – ძრავის ხელოსანი
მატორი – ძრავი
მატორის კრიშკა – მატორის ხუფი
მახავიკი – მქნევარა
მიგალკა, პავაროტნიკი – მაჭუტი
ნაკანეჩნიკი – ბურთულა სახსარი
ნასოსი – ტუმბო
პ
პადვესკა (ხადავოი) – დაკიდების სისტემა
პადკარობოჩნი – კოლოფის დამჭერი
პადმატორნი რეზინა – ძრავის დამჭერი
პაკრიშკა – საბურავი
პარპიზი (ლაბავოი) – საქარე მინა
პაჩებნიკი –
პედალი – სატერფული
პლოცკოგუბცი, პლოცკო – ბრტყელტუჩა
პომპა – წყლის ტუმბო
პორშენი – დგუში
პრაკლადკა – საფენი
პრისკი – შესხურება
პრუჟინა – ზამბარა
ჟ
ჟესწიანჩიკი – მეთუნუქე
ჟიდკოსწი – სითხე
რ
რაზდატკა – გამანაწილებელი
რაზვადნოი კლუჩი – ქანჩქამანდი
რაზვალი – თვლების ნახარი
რასპრედვალი – გამანაწილებელი ლელვი
რემენი – ღვედი
რული – საჭე
რუჩნიკი – ხელის მუხრუჭი
ს
სალიარკა – სოლიარის ზეთი
სალნიკი – ჩობალი
სვეჩი – (აალების) სანთელი
სიდენია – სავარძელი
სტარტერი – ამძრავი
სტუპიცა –
სუპორტი – ხუნდის ბუდე
სუხოი ამორტიზატორი – მშრალი ამორტიზატორი
ტ
ტალკატელი –
ტოკარი – ხარატი
ტორმუზი – მუხრუჭი
შ
შატუნი – ბარბაცა
ც
ცეპლენია – გადაბმულობა (მე კონუსი უფრო მომწონს)
ხელოსნების თემაზე ერთი კარგი ფოტო–პოსტი მაქვს კიდევ მომზადებული და მალე გამოვაქვეყნებ :))
დამატებები:
აპორნი დისკი – საყრდენი ფირფიტა, საყრდენი დისკი
13 comments:
— "ვოვა! პრავი მაჭუტი დაგრჩა ჩართული"
:D :D :D დიდხანს ვეძებდი მსგავს ლექსიკონს, ძალიან მაგარია.
რა კარგი იდეაა და რა კარგია, რომ არ დაიზარე, ლევან! :)
გაიხარეთ :)
რას არ გიწერია, იმის გადათარგმნას შევეცდები.
სათაური: მე როგორც მესმის. (არცერთის მნიშვნელობა არ ვიცი)
ბრიზგავიკი - შემსხურავი.
გალოვკა – თავუკა.
ვკლადიში – შენატანიში.
პაჩებნიკი – რატბნიკი.
სტუპიცა – სრეგვენი / კიბიცა.
ტალკატელი – მჯიკავებელი.
თუ რამის ახსნა დაგჭირდებათ აქ ვარ :P
კარგი იდეაა, კარგად ვიხალისე, მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთის მნიშვნელობა რუსულადაც არ ვიცი :D
მანქანას რომ ვიყიდი (ოდესმე, ოცნებაში მაინც), მეცოდინება ვის ვკითხო. :)))))))))))
კარგია.
ბამპერი.
Levan.. ra vqna magrad vicine am postze.. vifiqreb rom rtuli samushao dghis gavlenaa..daghlili rom zixar samsaxurshi da aghar ici ra gaaketo. ise padmatorni rezina da detonaciis dachiki momewona.. :)))
თევზო, გავიტან კომისიაზე შენს თარგმანს :))
კიწი (როგორც იქნა დავიმახსოვრე რომ კიწი ხარ და არა კიუი) – საჭის ტრიალი ისწავლე და მგონი გოგოსთვის საკმარისი იქნება :))
ქეთი – ზაპასკის ჩეხოლი რა ცუდია? და ერთი გამომრჩა მგონი – ჭილიბყურა პოჭოჭიკი ქვია :))
ანი, მოიცა ვნახო, ნუთუ ესეც პარასკევს დავწერე :)) პარასკევს მაგარი პოსტები გამომდის ხოლმე :))
კარგია, იდეა მომწონს.
პედალს და პომპას როგორცაა ისე დავტოვებდი. საერთაშორისო სიტყვებია და უმეტეს ენაში ესევე გამოიყენება.
სალასკა? :D
ქართულად რა ქვია რესორს?
ქართულად რა ქვია რესორს?
Post a Comment