Photos from: Daryl's World TTL, no thneeds needed, Lee Sie.
Photos from: Daryl's World TTL, no thneeds needed, Lee Sie.
რამ გამახსენა, რამ ამაკვიატებინა - აზრზე არ ვარ, მაგრამ უცებ დავფიქრდი, როცა მოვკვდებით (100 წლის შემდეგ) ჩვენი ვირტუალური სიცოცხლეც ხო მაშინ დამთავრდება? რა თქმა უნდა, რა შედარებაა, ახლოსაც ვერ მოვა ოჯახის და ნათესავების მწუხარებასთან, მაგრამ ვირტუალურ მეგობრებსაც ხომ დავაკლდებით და შეიძლება სერთოდ წლების მერე გაიგონ რომ აღარ ვართ. მოადგებიან FB-ს კარებს, ბლოგს, ფლიკრს და სხვა ნავთსაყუდლებს ჩვენსას და დახვდებათ გაწყვეტილი აზრი, უპასუხო კითხვები... ვაიჰ! ალბათ ანდერძთან ერთად დავტოვებ ჩემს უსერნეიმებს და პასვორდებს :| ხო მიმიხედავთ?!
Labels: სხვა
სატელიტით გადაღებული სურათები მიწისძვრამდე და მიწისძვრის შემდეგ
Labels: Before after , სურათები , ჰაიტის მიწისძვრა
Labels: ბიოგრაფია , ნელსონ მანდელა , ფილმები , ციტატები
ბლოგერებს აქვთ ფიცი? რაღაც ვერ ვნახე მინი–ძებნის დროს. მაშინ მე დავწერ ჩემით:
მე, donshakal, ვდებ ბლოგერის ფიცს:
ფიზიკური მოცლისა და შესაძლებლობის ფარგლებში ვიყო აქტიური ბლოგერი;
ვიყო გულწრფელი და ვწერო მხოლოდ ის, რასაც ვფიქრობ;
დავიცვა ჩემი და არ დავარღვიო სხვისი საავტორო უფლებები;
ამ ფიცს ვდებ ნებაყოფლობით და უანგაროდ
თუ ვინმეს რამე აქვს ჩემი ბლოგერობის საწინააღმდეგო, ახლა თქვას, ან არასოდეს!
არ გაქვთ?
მაშინ ამით ჩემი გაბლოგერების ცერემონიალი დასრულებულია
Labels: ბლოგები , ბლოგერის ფიცი
არ ვიცი რა დავწერო, გარდა იმისა, რომ გადავწყვიტე დავბრუნდე.
ცოტა დარცხვენილი ვარ, რომ მივატოვე ბლოგი ამდენი ხნით.
Copyright 2009 - დომენიკოს (ფოტო) ბლოგნოტი
Theme designed by: Raycreations.net, Ray Hosting, Distributed by Bloggerthemes