გვარ–სახელები საქართველოში

ვიწყებ გვარებით:

გვარი თურმე საქართველოში მე–6 საუკუნიდან გვხვდება. თუმცა დღევანდელი გვარების უმეტესობა მე–14–15 საუკუნეებში გაჩნდა. დღეს არსებული გვარებიდან ყველაზე ძველია გრძელიძე (1028 წ), ასევე ძველი გვარებია ყანჩაველი (1030 წ), დადიანი (1030 წ) და დვალი (1030 წ).

გვარების დაბოლოებებზე: ყველაზე ხშირად გვხვდება –ძე –ზე დაბოლოებული გვარები. ასევე საინტერესოა, რომ –ია –ზე დაბოლოებული გვარების უმეტესობა გვხვდება თბილისსა და იმერეთში (და არა სამეგრელოში LOL). რაც შეეხება –იან–ებს, თურმე საქართველოს სვა კუთხეებში 112,000 იანი გვხვდება, ხოლო სვანეთში სულ 26,000 ცხოვრობს :))

ყველაზე გავრცელებული გვარია ბერიძე (24,797). ასევე კაპანაძე (18,550), გელაშვილი (17,995), მაისურაძე (16,515) და გიორგაძე (14,582).

გვარებზე კიდევ ერთი საინტერესო და სახალისო სტატისტიკა: საქართველოში უფრო მეტი ოგანეზოვი ცხოვრობს, ვიდრე მიმინოშვილი, შანიძე და ყოფშიძე :)


ახლა სახელებზე:

ყველაზე გავრცელებული სახელები – გიორგი და თამარი

300 ყველაზე გავრცელებული სახელიდან ასეთ საინტერესო ფაქტს გთავაზობთ: საქართველოში უფრო მეტი მაყვალაა, ვიდრე თორნიკე. ასევე, ჟუჟუნა და ვენერა უფრო გავრცელებულია, ვიდრე არჩილი.

სახელებზე რომ ვლაპარაკობ, აუცილებლად უნდა ჩავხედო კახეთს და ვნახო მიხო და მარო ლიდერობენ თუ არა. აღმოჩნდა, რომ არ ლიდერობენ. კახეთში ყველაზე ბევრი გიორგი და თამარი ცხოვრობს, ხოლო მიხო (მიხეილი) და მარო (მარიამი) მე–10 და მე–5 ადგილებზე არიან.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები. აღმოჩნდა, რომ 918 კაცს ქვია გიული და 148–ს კიდევ ია.

მაგრამ ეს კიდევ რა არის. პოსტის ბოლოს გთავაზობთ სხვა საინტერესო სახელებს:

მაუზერი (3), სერჟანტი (23), მარშალი (3), ნაჩალნიკი (5), გენია (70), უნარი (17), ვალუტა (37), მაგნიტი (6), პარნიკი (26)


რა კარგია, ლევანი რომ დამარქვეს მშობლებმა და არა, მაგალითად, პარნიკი.

წყარო: "გვარ–სახელები საქართველოში" (ავთანდილ სილაგაძე, ანზორ თოდაძე)

ღვინო, დუდუკი, ქალები

3სახური

ესეიგი,

რაც დათბა, წვიმამ ცოტა ინამუსა და მზეც ადრე ამოდის, მეც ადრე ვიღვიძებ. ან შედეგის თქმა პირიქითაც შეიძლება – გვიანობამდე ვეღარ მძინავს.

შესაბამისად, სამსახურშიც დროულად მოვდივარ. ხოდა აღმოვაჩინე, რომ სამსახურში დაგვიანება საინტერესო ფილმის შუიდან ყურებას გავს. აბა წარმოიდგინეთ :) რამდენ რამეს ვტოვებდი თურმე.

გადასაღები კიდევ ბევრია!

Louvre


Louvre, originally uploaded by donshakal.

Labels