დავიღალე

აი, რა მღლის ყველაზე მეტად:
უაზრო ლოდინი,
ერთფეროვნება,
უსაქმურობა,
ხოდა ახლა სწორედ რომ დაავიღალე. წინ კიდევ 4 თვე მაქვს თან. პერსპექტივა მაქვს, ნუ იტყვი. რამე საქმე უნდა გამოვნახო. ერევნის ბანკიდან მაინც დარეკონ, მუქთაზე ვიმუშავებ, ოღონდ სახლში არ ვიჯდე, 4 კედელს არ ვასკდებოდე

თან გავსუქდი საშინლად კაცო. 2 კვირაში ათი კილოს მომატება, ეს ნორმალურია? ცხადია არა.
ვარჯიში უნდა დავიწყო

კულტურული შოკი


დღეს აღმოვაჩინე ევროპა თბილისში

ყბაჩამოგდებული ვიყავი მთელი 2 საათი

მოკლედ ეს მოხდა ახალაშენებულ სოფელში მდებარე სკოლაში. იქ ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შვილები სწავლობენ. სულ 150 მოსწავლე. ამათგან 5-6 არის ქართველი. როგორც მითხრეს, სწავლის გადასახადი არის $ 18 500, დიახ, სწორედ ამდენი. და კვებაც კი არ შედის ამ საფასურში.

გამახსენდა "ევროპა შულე", რომელიც ბერლინში მაქვს ნანახი. ზუსტად ისეთია, ერთი ერთში

ეს უბრალოდ უნდა ნახოთ

სურათების გადაღება ვერ მოვასწარი, ცოტა მომირიდა კიდეც :))

ეს სურათი სადემონსტრაციოა, just decor :)

მატერიალური ოცნებები


მინდა:

> სოპრტული მანქანა;
> სახლის კინოთეატრი;
> ოთახი ბილიარდის მაგიდისთვის;
> სათვალეების კოლექცია;
> საათების კოლექცია;
> ჩემი ბიბლიოთეკა;

ეს ყველაფერი სახლში, ქალაქგარეთ...



პ.ს. რა საშინელებაა...

უცებ


მომენატრა უცებ ძალიან


იცით რა მომენატრა?

აი მეგობრები რომ შევიკრიბებოდით


ვიღაც რომ დააგვიანებდა და მაგრად რომ გავლანძღავდით, გავაწითლებდით და მერე ჩავეხუტებოდით


გოგოების გაწყობილ სუფრას რომ აბუჩად ავიგდებდით და მერე იმათაც რომ ჩავეხუტებოდით


ჩვენს სადღეგრძელოებს რომ დასცინებდნენ ჩუმად გოგოები, ჩვენ რომ გავიგებდით და იქედნურად რომ გადავხედავდით, თქვენ რა იცითო


საღერღელი რომ აგვეშლებოდა და სიმღერა რომ მოგვინდებოდა, მაგრამ უცოდინრობის გამო სხვის ნამღერს რომ ვისმენდით


სულელური აზრებიდან ყველაზე ჭკვიანურს რომ ამოვარჩევდით და ბავშვებივით ვითამაშებდითბევრნი რომ ვიმხიარულებდით...


:) :) :)

Home, Sweet Home



მინდა სახლი, ჩემი, თბილიც, გრილიც


მთავარია იყოს მყუდრო



რომელსაც წავაწერ: home, sweeeeet home


და ძალიან მაგარი ის არის, ვიცი, მექნება


ერთ-ერთი მიზანია ჩემი

*** (კიდევ ერთი)



როგორც წინასიტყვაობა

ისე შემოვიდა ბაქანზე შემოდგომა, რომ მგონი არავინ დახვედრია, არათუ შეგებებია. სხვათა შორის, დიდი განსხვავებაა დახვედრასა და შეგებებას შორის. არადა რა გახდა ერთი პატარა მისალმება?! მიესალმე და შენც კმაყოფილი ხარ - ისიც. ტორტის გამოცხობა სულაც არაა საჭირო, არც ბრჭყვიალებისა და სანთლების ყიდვა. უბრალოდ, დილით რომ გაიღვიძებ, კალენდარს 31 აგვისტოს მოახევ, ან ტელეფონს დახედავ, ან ახალ გაზეთზე აღმოაჩენ, რომ დღეს უკვე პირველი სექტემბერია, შემოდგომის პირველი დღე, დღე, როცა მრავალი წლის განმავლობაში ბავშვები სკოლისაკენ მიდიოდნენ (კვირაც რომ ყოფილიყო მაინც წავიდოდნენ მგონი!!!) მშობლებთან ერთად ყვავილებით ხელში, დავარცხნილები, გუშინთეთპერანგნაყიდები, გულში ისეთი განცდით, რომელიც ძნელია რამეს შეადარო, დღე რომლითაც იწყება ყველაზე მრავალფეროვანი 91 დღე, იწყება რთველის, მანდარინობის სეზონი, და შენ ღრმად ჩაისუნთქავ ჰაერს, რომელიც გუშინდელისგან განსხვავებული მოგეჩვენება (რაც შეიძლება სულაც არ იყოს სინამდვილეში ასე). მაშინ დატკბები ცხოვრებით და იგრძნობ რომ ადამიანი ხარ და არა მომართული მანქანა, რომლისთვისაც სულ ერთია 1 სექტემბერი იქნება თუ 30 აგვისტო. ჩვენში რომ ერთი ბავშვი მაინც ყოფილიყო (ბავშვები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს), მორცხვად ამდენ დიდში, მაგრამ მაინც, სადღაც გაურევდა "დღეს პირველი სექტემბერია, შემოდგომა დადგა"-ს.

ზემოთთქმულიდანაც შეამჩნევდით, რომ რაღაცნაირად შევიცვალე ამ ზაფხულში, უფრო მეტად კი ამ ბოლო ხანს. მეც, ისევე როგორც თქვენ, დამავიწყდა შემოდგომის მოლოცვა, ძალიან დამწყდა გული, ახლა 1-ით ნაკლები შემოდგომის მილოცვა შემიძლია. ძალიან რომ არ შევყვე გადაკრულ ლაპარაკს, მოკლედ მოვჭრი და მთავარ სათქმელზე გადავალ. ვინ ვიყავი თქვენ კარგად იცით, ზოგი მიცნობთ კიდეც. ვიღაცას ალბათ მოვწონდი ასეთი, ვიღაცას ვაღიზიანებდი, ზოგსაც სულ არ აინტერესებდა როგორი ვიყავი, არც სამომავლოდ არის იმედი, რომ დააინტერესებს, მაგრამ ეს არაა მთავარი. ხდება ხოლმე რაღაც, რაც ადამიანს ცვლის.ამაზე ერთი ამბავი გამახსენდა. ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარს ველაპარაკებოდი. ის მიმტკიცებდა, რომ ადამიანები არ იცვლებიან, იცვლება მხოლოდ შენი მათდამი დამოკიდებულება. სხვათა შორის, ამას რეალური ფაქტებითაც ასაბუთებდა ისე, რომ გამიჭირდა შედავება. მე მაინც მყარად ვიდექი ჩემს აზრზე, რომ ადამიანები იცვლებიან, მხოლოდ ამის შემდეგ გეცვლება მათდამი დამოკიდებულება შენ. რომელი ვიყავით სწორი, თქვენ განსაჯეთ. საბოლოოდ ვერაფერზე შევანხმდით, თუმცა მაშინ გავიფიქრე, რომ ადამიანი როგორიც იბადება ისეთივე რჩება და რადგან ჰომოს კარგი უნარი აქვს სიტუაციასთან ადაპტაციისა, დროდადრო ავლენს გარემოს შესამაბისაც ხან ბრჭყალებს, ხან კი ამურის ისრებს ისვრის.სათქმელს დავუბრუნდეთ. როცა იცვლები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მნიშვნლოვანი მოხდა შენს თავს და თუ მომართული მანქანა არ ხარ, მაშინვე ინტერესდები, რატომ შეიცვალე, ან დარჩები თუ არა ასეთი ბოლომდე. ამას თუ დაემატება ბევრი თავისუფალი დრო (ზაფხული მისწრებაა) ფიქრისთვის და შეიძლება ორიოდ საინტერესო წიგნი, რომელიც თავის მხრივ დაგაფიქრებს, შეიძლება დიდი მოაზროვნე და ფილოსოფოსი აღმოაჩინო შენში (აქვე გავიხსენოთ, რომ ფილოსოფია არის ის "რაც მე საკუთარ ტავს მიბრუნებს" კარლ იასპერი). მთელი ამ ფიქრის, საკუთარ თავთან დისკუსიისა და კამათის საუკეთესო შედეგი იქნება, თუ აღმოაჩენ, სინამდვილეში ვინ ხარ და რა გინდა. ამას აუცილებლად მოყვება უფრო მთავრის გაგება, ესაა შეიცნო შენ ირგვლივ მყოფნი, ცოტა ხნით მაინც დაფიქრდე იმაზე, რა მოსწონთ მათ, რას განიცდიან, რა ტკივათ. და თუ ბოლოს იმასაც ინატრებ, რომ ცოტა ხანს გაგყვეს ასეთი ზნე, გვირაბის ბოლოს ნათელსაც დაინახავ და კიდევ მანქანის საბურავზე ფეხშემოდებულ დონშაკალს, რომელიც გეტყვის: გაიღვიძე, ფარული კამერაა!!!! (აქ ხოხმა სიცილაკებსაც დავუმატებდი, მაგრამ მეშინია მავანმა თავიდანმე დასასრული არ წაიკითხოს და მთელი ეს ბოდვა ერთი ხელის მოსმით წყალში არ ჩამიყაროს). მორალი: იფიქრე ზომიერად (რომ ჩემსავით არ გარეკო) და გაერთე სრული სვლით, მოკლედ, შეირგე ცხოვრება, თორემ ცხოვრება შეგირგებსპ.ს. ბოლო ფრაზის სხვა ინტერპრეტაციაც არსებობს, თუმცა მგონი ეს ბევრად უხდება აქ.


დიდი სიყვარულით,


დონშაკალი,


რომელიც დაბრუნდა!




Sept. 5, 2007

Labels